ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს. ამისსესახებ ინფორმაცია, Business Insider Georgia-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში,გამოცემას განუცხადეს, რომ თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დანიშნა.
ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1-ელ მარტს დატოვა.
უახლესი
9 საათის წინ
თურქული ელექტრომობილი Togg ევროპულ ბაზარზე შედის10 საათის წინ
რამ განაპირობა სესხების ტემპის ზრდა11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარი გახდა