დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
150 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

150 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

2024-04-22 18:28:00

დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით,  მორიგი განკარგულება დაამტკიცა,   რომლის მიხედვით, კიდევ 150 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელ ბინები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, გორში, მარნეულსა და ზუგდიდში - ჯამში  153 ერთეული ქონება დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ.

გადასაცემ ქონებაზე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შუამდგომლობა წარადგინა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შესაბამისად, ამ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის,  საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება,  საცხოვრებელი ფართები საკუთრების უფლებით  მათ ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდეთ.

საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მათი, როგორც საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მთავრობის  ამოცანაა,  არც ერთი დევნილი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

28 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები