დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამანათების გამოწერა კიდევ ერთი ევროპული ქვეყნიდან - Kiwi Post-ი ახალ მიმართულებას ამატებს

ამანათების გამოწერა კიდევ ერთი ევროპული ქვეყნიდან - Kiwi Post-ი ახალ მიმართულებას ამატებს

2024-05-08 16:00:00

Kiwi Post-ი საკუთარ მომხმარებლებს მალე ახალ მიმართულებას შესთავაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებლებს კიდევ ერთი ქვეყნიდან ამანათების გამოწერის საშუალება ექნებათ.

როგორც Business Insider Georgia-თან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, კომპანია საკუთარ მომხმარებლებს ახალ მიმართულებასთან ერთად ახალი სერვისსაც შესთავაზებს. 

„ჩვენ უახლოეს მომავალში ახალი, ინოვაციურ პროდუქტს ვუშვებთ, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს სხვა გამოცდილებას მისცემს და ბევრად უფრო კომფორტულს გახდის ამანათის მიღებას. 

ასევე უახლოეს მომავალში ვამატებთ ახალი მიმართულებას“, - აღნიშნა ქეთევან შანიძემ. მისივე განმარტებით ახალი მიმართულება ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა იქნება, ხოლო რაც შეეხება ინოვაციურ, ახალ სერვისს მისი გაშვება მაისის ბოლოდან იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ Kiwi Post-ი ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან საქართველოში. ასევე, გთავაზობთ საქართველოდან ინგლისში ამანათების გაგზავნის სერვისს. საუკეთესო ტარიფებით და ტრანსპორტირების უმოკლესი ვადებით, ონლაინ შოპინგი Kiwi Post-თან უფრო სწრაფი, მარტივი და უსაფრთხოა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები