დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანანასის იმპორტი 48%-იან ზრდას აჩვენებს

ანანასის იმპორტი 48%-იან ზრდას აჩვენებს

2024-05-06 08:00:00

ანანასი იმპორტი ქვეყანაში 48%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 498.01 ტონა ანანასი იყიდა, რაშიც 479.34 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში 336.99 ტონა ანანასის იმპორტი დაფიქსირდა.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ანანასის იმპორტი 6 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი მაინც თურქეთია, რომელზედაც ანანასის იმპორტი 90%-ი მოდის.

TOP-3 ქვეყანა, სადაც საქართველომ ანანასი იყიდა:

  • თურქეთი - 448.54 ტონა
  • ნიდერლანდები - 49.20 ტონა
  • პორტუგალია - 0.18 ტონა.

2023 წელს საქართველომ 1,917.23 ტონა ანანასი იყიდა, 2022 წელს კი 1,943.73 ტონა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები