დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის „გრანდ მოლში“ ლუკა პოლარეს ფილიალი გაიხსნა

ბათუმის „გრანდ მოლში“ ლუკა პოლარეს ფილიალი გაიხსნა

2024-04-22 18:42:00

ბათუმის „გრანდ მოლში“ ლუკა პოლარეს ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიიდან აცნობეს. 

„აღნიშნული ობიექტი ბათუმში ლუკა პოლარეს რიგით მე-6 ფილიალია. მოლში განთავსებული ფილიალი სტუმრებს ნაყინის, ცხელი და ცივი სასმელების და ლანჩის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. “სეზონის კარგი ამბებით დაწყება უკვე ტრადიციად გვექცა და ამჯერად შავი ზღვის სანაპიროთი ვიწყებთ და ბათუმში ახალი ფილიალი გავხსენით. ფილიალი „გრანდ მოლის“ მე-4 სართულზე მდებარეობს, ფილიალი სრული ფორმატის კაფეა და ჩვენს სტუმრებს სრული ასორტიმენტით ვმასპინძლობთ“, - ამბობს „ლუკა პოლარეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი. 

ახალი ფილიალისთვის დამატებით ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდნენ, ინვესტიცია კი 120 000 ლარია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფართოვების გეგმა მასშტაბურია და წლის განმავლობაში ახალი ფილიალები დაემატება, როგორც საქართველოს ქალაქებში, ასევე აზერბაიჯანში. 

ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 16 ფილიალით, ბათუმში - 6, ქობულეთში - 1, ქუთაისში 1 და რუსთავში 1, აზერბაიჯანში, ბაქოში - 2 ფილიალით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები