დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩირიფრუტი“ საწარმოს გახსნის - ინვესტიცია 600 ათასი ლარია

„ჩირიფრუტი“ საწარმოს გახსნის - ინვესტიცია 600 ათასი ლარია

2024-04-18 15:00:00

„ჩირიფრუტი“ საწარმოს გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  ჩირიფრუტი ChiriFruit-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სოფო ჯიქიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ამის გამო კომპანია ქსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ იწყებს, რადგანაც საწარმოს აფართოებს და ახალ ლოკაციაზე გადააქვს.

„დღემდე პროდუქციას თბილისში იჯარით აღებულ ფართში არსებულ საწარმოში ვაწარმოებთ. ჩირიფრუტმა თავისი 10 წლიანი ოპერირების განმავლობაში რეინვესტირებით შეძლო ის, რომ გასულ წელს ნატახტარში,  დაახლოებით 500 კვ/მ საწარმოო ფართი ვიყიდეთ, სადაც ამ დროისათვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. წარმოებისთვის საჭირო დანადგარები უკვე ჩამოტანილია და ვფიქრობთ, რომ შემოდგომიდან გადავალთ. ხოლო მას შემდეგ რაც ნატახტარში წარმოებას დავიწყებთ, უკვე საექსპორტო შეთავაზებასაც გავაკეთებთ და იმედია, რომ ექსპორტზე გავალთ“, - განაცხადა  ჩირიფრუტის თანადამფუძნებელმა. 

პროექტის განხორციელებაში კომპანიამ დაახლოებით 0,6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ჩირიფრუტი ქართული ტკბილეულის კომპანიაა, რომელიც 2014 წელს სამმა დამ დააარსა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნებისმიერი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩურჩხელა, ჩირი, მენდიანტი,  შოკოლადის ბურთულები,  ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები