დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩნდება შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც აუცილებლად არის გამოსაყენებელი - ჯემალ ინაიშვილი

ჩნდება შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც აუცილებლად არის გამოსაყენებელი - ჯემალ ინაიშვილი

2024-05-10 11:03:00


„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის შესაძლებლობებზე საუბრობს და განმარტავს, რომ საქართველოს გააჩნია შესაძლებლობები, რომ ექსპორტ-იმპორტში ექსპორტის ნაწილი ცენტრალური აზიის ტვირთებით დააბალანსოს. 

„​ზუსტად ამ მიმართულებითაა სამუშაო. გარკვეულწილად შესაძლოა დაგვიანებულიცაა .დაახლოებით, რომ გითხრათ თუ როგორ გამოიყურება ტვირთების მოცულობა კონტეინერების ნაწილში: 100%-ი იმპორტის შემთხვევაში ჩვენ 80%-ს ცარიელ კონტეინერს ვაბრუნებთ. ანუ ჩვენ არ ვაწარმოებთ იმ რაოდენობით პროდუქციას, ან არ მოვიპოვებთ იმ რაოდენობის წიაღისეულს, რომელიც დააბალანსებდა ასეთ დიდი განსხვავებას იმპორტსა და ექსპორტს შორის. ზუსტად ცენტრალური აზიის ქვეყნებში და განსაკუთრებით ყაზახეთში, უზბეკეთი და თურქმენეთში არის ის საექსპორტო პროდუქცია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავაბალანსოთ ჩვენი უარყოფითი ამ შემთხვევაში ექსპორტი. რეალურად ნედლეული და პროდუქცია არის ცენტრალურ აზიაში“, -  ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა.

ჯემალ ინაიშვილის განმარტებით, ცენტრალური აზიის ქვეყნები აქამდე ექსპორტს რუსეთის გავლით ახორციელებდნენ, ბალტიისპირეთის ნავსადგურების მეშვეობით ან თავიანთი ნავსადგურების მეშვეობით. 

„ახლა კი ჩნდება შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც აუცილებლად არის გამოსაყენებელი“, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი და  შუა დერეფანში საქართველოს დიდ როლზე საუბრობს და განმარტავს რომ დერეფნის აქტუალურობა 2 ფაქტორმა განაპირობა. 

„ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მნიშვნელობა შეიძინა შუა დერეფანმა. გარდა ამისმა არის ის სანქციები, რომელიც ირანზე მოქმედებს. ირანი ჩვენთვის კონკურენტია. აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან გონივრულად უნდა ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობებით, რომელიც ახლა გამოჩნდა და უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ამ მიმართულებით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც შეეხება ნავსადგურების მშენებლობას და სხვა პროექტებს, რომელიც უკავშირდება ზუსტად ლოგისტიკას“, - აცხადებს ინაიშვილი. 

უახლესი

1 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები