დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი სურვილია, ადგილობრივი და საერთაშორისო IT კომპანიები, ერთნაირ საგადასახადო რეჟიმში მოექცნენ - თორნიკე სულაბერიძე

ჩვენი სურვილია, ადგილობრივი და საერთაშორისო IT კომპანიები, ერთნაირ საგადასახადო რეჟიმში მოექცნენ - თორნიკე სულაბერიძე

2024-03-05 18:08:00

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც ICTA ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაცია ახელისუფლებო წრეებთან გააჟღერებს, უცხოური და ქართული IT კომპანიების ერთნაირ საგადასახადო რეჟიმში მოქცევაა, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ICTA-ს თავმჯდომარემ თორნიკე სულაბერიძემ განუცხადა.

„საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენი მიზანია, საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაუმჯობესება. ამიტომ ჩვენი სურვილია, ადგილობრივი სექტორსა და საერთაშორისო IT კომპანიების დაბეგვრის რეჟიმი იყოს თანასწორი. ხელისუფლება ღიაა და სურს, ჩვენი წინადადებები მოისმინონ. თუ ადგილობრივი და უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების დაბეგვრის რეჟიმი გათანაბრდება, ეს საქართველოსა და ზოგადად სექტორს მოუტანს სარგებელს. საგადასახადო წნეხი, რომელიც ქართულ კომპანიებს აწევს უფრო შემცირდება და შეძლებენ კონკურენტუნარიანები გახდნენ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

სულ მცირე შედეგი, რაც ამ რეფორმას ექნება ისაა, რომ ქართულ კომპანიებში დასაქმებულთათვის ხელფასი გაიზრდება, რადგან საშემოსავლო გადასახადი იქნება 5%. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ასევე სექტორში არ იქნება შეზღუდვა, საერთაშორისო კომპანიაა თუ ადგილობრივი, დარგი წახალისებული იქნება. ჩვენი სექტორი მოწინავეა ხელფასების კუთხით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ანაზღაურება დარგში დასაქმებული ადამიანებისთვის“, - ამბობს თორნიკე სულაბერიძე.

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაცია 2020 წელს დაარსდა, როდესაც საქართველოში IT სექტორი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. საერთაშორისო კომპანიის სტატუსმა და მიმზიდველმა ბიზნეს გარემომ, საქართველო მომხიბვლელი გახადა საერთაშორისო კომპანიებისთვის, შედეგად 2023 წლის მდგომარეობით 100-მდე საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანია ოპერირებს საქართველოში, მათ შორის ასოციაციის წევრებიც.

დღევანდელი მონაცემებით ასოციაციის წევრები ასაქმებენ 7000-მდე ადამიანს საქართველოში, მათ განახორციელეს 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია და საკუთარი ძალებით გადაამზადეს 3000-მდე ახალგაზრდა ტექნოლოგიების მიმართულებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები