დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები მარტში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი

ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები მარტში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი

2024-04-22 18:31:00

სებ-ის მიხედვით, 2024 წლის მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 36.5%-ით შემცირდა და 278.5 მლნ აშშ დოლარი შედგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 29.0%-იანი კლების შემდეგ, რაც იხსნება გასული წლის მაღალი ბაზით და გზავნილების ნორმალიზებით რუსეთიდან, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები შემცირდა:

  • რუსეთიდან (-76.3% წ/წ, მთლიანის 19.0%),
  • ყაზახეთიდან (-32.2% წ/წ, მთლიანის 4.2%) 
  • თურქეთიდან (-19.5% წ/წ, მთლიანის 3.0%).

თუმცა, გზავნილები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან:

  • ევროკავშირი (+9.9%, მთლიანის 42.6%),
  • აშშ (+24.4%, მთლიანის 16.1%),
  • ისრაელი (+12.5% წ/წ, მთლიანის 7.6%).

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 35.8%- ით შემცირდა და 806.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები