დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA - ს ორგანიზებით, ქუთაისში პროექტი „CityThon“ გაიმართა

GITA - ს ორგანიზებით, ქუთაისში პროექტი „CityThon“ გაიმართა

2023-10-23 13:12:20

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქ. ქუთაისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, ევროკავშირის  “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი CityThon, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 გუნდი შეირჩა. 2 დღის განმავლობაში მონაწილეები მუშაობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში  ქ. ქუთაისში არსებული მუნიციპალური სერვისების ტექნოლოგიური და ინოვაციური  გზით განვითარებაზე, საბოლოოდ ოცი გუნდ საკუთარი ინოვაციური იდეის პრეზენტაციით ჟიურის წინაშე წასრდგა.

 

პროექტის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები Portall და Time Trips, რომლებიც ქუთაისის მერიის მუნიციპალური სერვისები გასავითარებლად (ტურისტული და სატრანსპორტომიმართულება) დაამზადებენ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროდუქტებს. გამარჯვებულ გუნდებს პროდუქტის შესაქმნელად გადაეცა  ჯილდო 5000 ევროს ოდენობით.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი,  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ქუთაისის მერიიოსებ ხახალეიშვილი.

 

სამუშაო პროცესის ორგანიზება უზრუნველყო კომპანია ქლევერტონმა. პროექტის პარტნიორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კომპანია Hotsale.

 

უახლესი

41 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები