დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯეიმ ოლივერის ვიზიტი გაზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე - გურამ ბაღდოშვილი

ჯეიმ ოლივერის ვიზიტი გაზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე - გურამ ბაღდოშვილი

2024-04-24 20:00:00

საქართველოში მყოფი ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ქართველ შეფ-მზარეულებს შეხვდა. ის საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა.

„ცნობლი ბრიტანელი შეფის ჯეიმ ოლივერის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჰორეკა სექტორისთვის, ტურიზმისთვის. ეს სფეროები იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, რომ ყველა სექტორს გააძლიერებს და მის ვიზიტს დადებითი გავლენა ექნება.

ვფიქრობ, რომ ჯეიმ ოლივერის ვიზიტი გაზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ რომ უკვე შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე. მას უკვე შევხვდი და დამპირდა, რომ ჩემს რესტორანში მესტუმრება. ფიზიკურად დროშია შეზღუდული, თუმცა ახლო მომავალში გეგმავს, რომ კვლავ დაბრუნდეს საქართველოში და სხვადასხვა კუთხის კერძები მოამზადოს და ჩვენი პატარა ქვეყანა გააცნოს მთელ მსოფლიოს“, - განუცხადა შეფ გურამ ბაღდოშვილმა Business Insider Georgia-ს.

ცნობილი შეფ-მზარეული უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას . კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის. ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები