დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ჩაის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია

ქართული ჩაის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია

2024-05-06 10:01:00

საქართველოდან ჩაის ექსპორტი 1%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საექსპორტო ბაზრებზე 505.09 ათასი დოლარის ღირებულების 362.86 ტონა ჩაი გადაზიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 367.97 ტონა ჩაი გაიტანა. ირკვევა, რომ ქართული ჩაის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია.

ქართული ჩაის TOP-3 საექსპორტო ბაზარი:

  • მონღოლეთი - 120.00 ტონა
  • ყაზახეთი - 111.90 ტონა
  • თურქეთი  - 42.35 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ჩაის ექსპორტი შემცირდა. გასულ წელს ქვეყანამ საზღვარგარეთ 2,249.22 ათასი დოლარის ღირებულების 1,522.33 ტონა ჩაი გაყიდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები