დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიდევ რამდენ კომპანიას ემუქრება კონკურენციის სააგენტოს მხრიდან სანქციები

კიდევ რამდენ კომპანიას ემუქრება კონკურენციის სააგენტოს მხრიდან სანქციები

2024-04-19 13:00:00

სწორედ ახლა 14 მედიკამენტზე 8 კომპანიის შემთხვევაში ვაკეთებთ მოკვლევას, დაახლოებით 300-დან 3000%-მდეა მოგების მარჟები, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ლექვინაძის განმარტებით, მედიკამენტებზე პროცესი ახლაც გრძელდება და არის რიგი მედიკამენტები, რომელზეც ჯერ კიდევ არ ვრცელდება რეფერენტული ფასწარმოქმნა და რომ რეფერენტულ ფასწარმოქმნაშიც არის გარკვეული თემები, რომელიც საყურადღებოა. 

„ჩვენ რამდენიმე ეტაპიანი საკითხი გვქონდა, აუცილებლად უნდა გავიხსენო ჩვენს მიერ გაცემული 13 რეკომენდაცია, საიდანაც 8 შესრულებულია და იმპლემენტირებულია, ერთი კი შესრულების პროცესშია. განსაკუთრებით გამოვყოფდი რეფერენტულ ფასებს და ჯენერიკული და ელექტრონული რეცეპტების დანერგვის მიმართულებას, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბაზარზე.

ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის ბოლოდან დღემდე სადღაც 13%-დან 0,7%-მდეა შემცირებული და ამ შემცირებაში მნიშვნელოვანი, როლი აქვს მედიკამენტებზე ფასების შემცირებას. ეს განაპირობა რეფერენტულმა ფასებმა და ეს განაპირობა თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვებამ. რიგ მედიკამენტებზე ვნახეთ, რომ 40-დან 70%-მდეც იყო ფასები შემცირებული და ეს გავლენის ფაქტორებში, კარგი, პოზიტიური გავლენის მომხდომი იყო.

თუმცა ვთვლით, რომ გამოწვევები რჩება და ეს გამოწვევები, რომ რჩება სწორედ ამის გამოა ერთი მოკვლევა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ეს უკავშირდება მაღალ ფასნამატებს. ჩვენ გვრჩება რიგი მედიკამენტები, რომელზეც ჯერ კიდევ არ ვრცელდება რეფერენტული ფასწარმოქმნა. თუმცა რეფერენტულ ფასწარმოქმნაშიც არის გარკვეული თემები, რომელიც საყურადღებოა.

კერძოდ, აზიურ და ევროპულ მედიკამენტებთან მიმართებაში. ამ მიმართულებით, მიმდინარეობს დღეს მოკვლევის პროცესი. ანუ მოქალაქემ მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მედიკამენტებზე გაიაფების ტენდენცია იგრძნოს. თუ რეცეპტის გამომწერი, პირობითად უწერდა ერთ მედიკამენტს და იმ ერთ გაიაფებულ მედიკამენტთან ერთად და დაამატებს დღეს ორს ეს მის საბოლოო გადასახდელ თანხას არ ამცირებს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ვიცოდეთ, სად ხდება მსგავსი შემთხვევები, რა არის მაღალი ფასნამატების წარმოქმნის მიზეზები. სწორედ ახლა 14 მედიკამენტზე 8 კომპანიის შემთხვევაში ვაკეთებთ ამ მოკვლევის პროცესს. დაახლოებით 300-დან 3000%-მდეა მარჟები. თუ კომპანია დომინანტი არ არის ამ კონკრეტული მედიკამენტის ბაზარზე, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს 8 დომინანტი კომპანია კონკრეტული მედიკამენტების ბაზრიდან და საკმაოდ მოთხოვნადი მედიკამენტებია. ამიტომ დაველოდოთ წლის ბოლოს. ჩვენ გვექნება საკმაოდ საინტერესო ახსნა ამ პროცესის.

კიდევ ერთხელ ვამბობ, სანქცირება არის გადამწყვეტი. არა, აქ მთავარია პროცესი აიხსნას და სწორი რეკომენდაციები დაიდოს. კომპანიებთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. პროცესი მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლექვინაძემ. 

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები