დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Korean Air საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

Korean Air საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

2024-05-07 15:23:00

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სეზონური ჩარტერული ფრენები დაინიშნა. ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის შესრულდება 22 მაისს, 5 და 20 ივნისს.

აღსანიშნავია, რომ Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით არარეგულარული რეისები 2018 და 2019 წლებშიც შეასრულა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, კორეულ ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2024 წლის 2 მაისს მიანიჭა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები