დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა

ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა

2024-05-01 10:00:00

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებულ ოქროს მოცულობა 20%-ით არის შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ექსპორტზე 0.69 ტონა ოქრო გაიტანა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0.86 ტონა, შესაბამისად კლება 19,7%-ითაა შემცირებული. ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს 96%-ი ექსპორტზე შვეიცარიაში გავიდა.

ქვეყნები, სადაც საქართველომ დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებულ ოქრო გაიტანა:

  • შვეიცარია - 0.66 ტონა - 20,325.44 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 0.02 ტონა - 883.99 ათასი დოლარი,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.01 ტონა - 289.15 ათასი დოლარი.

2024 წლის 3 თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს საერთო ღირებულება 21,498.57 ათასი დოლარი იყო.

ბოლო წლების სტატისტიკით, ქვეყნიდან ოქროს ექსპორტი მზარდია. 2023 წელს საქართველომ ექსპორტზე 2.72 ტონა ოქრო გაიტანა, რაც 1,5%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებლებზე.

ბოლო 15 წლის სტატისტიკით კი ქვეყანამ ოქროს ექსპორტის რეკორდი 2010 წელს დაამყარა, როდესაც საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 7.19 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებულ ოქრო გადაიზიდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები