დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მარილამ“ საქპატენტში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

„მარილამ“ საქპატენტში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

2024-04-18 16:00:00

პირველი ქართული ღვინის მარილის მწარმოებელი Marila • მარილა ს  სავაჭრო ნიშანი უკვე ოფიციალურადაა დარეგისტრირებული საქპატენტში. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

„მარილა“ კულინარიაში აქტიურად გამოიყენება და ადგილობრივი ბაზრის შემდეგ, რამდენიმე საექსპორტო ბაზარზეა ხელმისაწვდომი და უკვე ამერიკაშიც  ნიუ იორკში ქართული სუვენირებისა და პროდუქტების მაღაზია Qartulia NYC-შია წარმოდგენილი.

„მარილამ“ პირველი ექსპორტი დიდი ბრიტანეთში, კონკრეტულად ლონდონში განახორციელა და ამ დროისათვის აქტიური მოლაპარაკებები აქვს იტალიაში გატანაზეც.​

„მარილა“ არის ქართული, ინოვაციური საკვები პროდუქტის პირველი ბრენდი, რომელმაც ფართო აუდიტორიას - მაღაზიათა ქსელებსა და უცხოეთს, ქართული, ქვევრის ღვინის მარილი წარუდგინა

„მარილაში“ გამოყენებულია საკვები მარილი და პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინო, რომელიც პროდუქტს განსაკუთრებულ ფერს და არომატს სძენს. ამჟამად წარმოდგენილია მხოლოდ ორი სახეობა, კლასიკური სახით: საფერავისა და რქაწითლის ღვინის მარილი, რომელიც არ შეიცავს არანაირ დანამატს, როგორიცაა კოლორანტი, არომატიზატორი და სხვა.

„მარილა“ არის ალკოჰოლისგან თავისუფალი, ჯანსაღი საკვები პროდუქტი. მისი არომატი და ფერი სრულად განპირობებულია ღვინის უნიკალური თვისებებით, რომელსაც ეს უკანასკნელი გვაძლევს.

„მარილა“ იქმნება კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, პირველი გამოწვევა იყო რეცეპტის შექმნა და ცდების ჩატარება ისეთ ძვირფას ნედლეულზე, როგორიც პრემიუმ ხარისხის ღვინოა.

არაერთი წარუმატებელი ცდის შემდეგ, შეიქმნა „მარილას“ კომპანიის საავტორო რეცეპტი, რითაც დღეს „მარილა“ მზადდება. რეცეპტი დაცულია საქპატენტში, როგორც „მარილას“ მეთოდური ნაშრომი. რა თქმა უნდა, დამზადების წესი დღითიდღე იხვეწება,

რადგან საუკეთესო ღვინო გვაძლევს ექსპერიმენტებისა და ფანტაზიის დიაპაზონის გაშლის საშუალებას. „მარილა“ არამხოლოდ ინოვაციური სანელებელია, არამედ საუკეთესო ქართული საჩუქარი“, - აცხადებენ კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ VELI.store -ზეც ხელმისაწვდომია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები