რამდენიმე კვირაში მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორს ან ინვესტორებს გამოავლენს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ანაკლიის პროექტი აქტიურ ფაზაშია და ინვესტორის შერჩევის პროცესი.
„ანაკლიის პროექტი აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი. კონკურსი გამოცხადებულია, რომელიც მაისში დასრულდება. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კონკურსის შერჩევის პროცესი. ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ციფრებს თუ მოვიშველიებთ, შარშან კონტეინერების გადამუშავების რეკორდული ზრდა იყო საქართველოს საზღვაო პორტებში და შეადგინა 701 ათასი შეადგინა და ეს არის არსებული პორტების მაქსიმუმი, იმ დროს როდესაც ანაკლიის პორტის რეალიზაციის პირველი ფაზის შემდგომ საშუალება გვექნება გადავამუშაოთ 600 ათასი ანუ თითქმის ორმაგდება საქართველოს პოტენციალი შუა დერეფანში კონტეინერების კუთხით. თუმცა ეს არ გამორიცხავს მშრალი ტვირთების გადამუშავების ზრდას, ეს პერსპექტიული მიმართულებაა. ანაკლიის პორტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და რეგიონში სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა“, - განმარტა გურამ გურამიშვილმა.
უახლესი
14 საათის წინ
რატომ გაიზარდა ქვეყანაში ხორბლის იმპორტი - სტატისტიკა16 საათის წინ
ლაშა პაპაშვილი „ჰეშ ბანკზე“16 საათის წინ
ეკონომიკური ფორუმის მეცამეტე დისკუსია16 საათის წინ
მერი ჩაჩანიძე | ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრა