დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოქალაქეებმა უკვე მეტი იციან საკუთარი უფლებების შესახებ, მომართვიანობა გაზრდილია - ირაკლი ლექვინაძე

მოქალაქეებმა უკვე მეტი იციან საკუთარი უფლებების შესახებ, მომართვიანობა გაზრდილია - ირაკლი ლექვინაძე

2024-04-21 23:00:00

მომხმარებლების უფლებების დაცვის ნაწილში, შარშან 700-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, დღევანდელი მდგომარეობით პირველ სამ თვეში ამის ნახევარია უკვე შემოსული, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, არსებული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უკვე მეტი იციან საკუთარი უფლებების შესახებ და ძალიან გაზრდილია მომართვიანობა.

„სექტორები მრავალმხრივია. ონლაინ ვაჭრობა ლიდერებშია, საბითუმო და საცალო ვაჭრობა ასევე ლიდერებშია. ტანსაცმელი განსაკუთრებით და ტექნიკის მიმართულება. 

პირდაპირი სარგებელი რაც მოქალაქეებმა ჩვენი უწყების ჩართულობით მიირეს, არის 500 ათასი ლარზე მეტი, როდესაც კომპანიებმა ეს თანხა აანაზღაურეს, უკან დააბრუნეს, ან ნივთი შეაკეთეს და ასე შემდეგ. ეს პროცესი გრძელდება და წელს ჩვენ არაერთ ცნობილ საქმეს განვიხილავთ და სწორი სტანდარტების დამკვიდრებით ვფიქრობთ, რომ მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მეტი სისტემები შევქმნათ და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წინ მიდის“, - აღნიშნა ლექვინაძემ. 

უახლესი

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები