დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში  118  ათასამდე სატვირთო ავტომობილმა გაიარა

პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში 118 ათასამდე სატვირთო ავტომობილმა გაიარა

2024-04-22 13:00:00

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 4%-ითაა გაზრდილი.
როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ხდება ცნობილი, 2024 წლის იანვარ-მარტში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 41 197 922  ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 39 561 062 ლარი. 
შესაბამისად, 2024 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით (შედარება 2023 წლის პირველ თვესთან), ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 4.1-იან ზრდას აჩვენებს.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოს დერეფანი 117 708 სატვირთომ გადაკვეთა.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.
თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2022 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128,055 მლნ ლარი შევიდა, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.
შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები