დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაფერი, რაც ელექტრომობილების ინდუსტრიაში ინვესტირებისას უნდა იცოდე

ყველაფერი, რაც ელექტრომობილების ინდუსტრიაში ინვესტირებისას უნდა იცოდე

2024-04-20 23:03:00

გიზიარებთ ბლოგს: მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით 1.5 მილიარდი ავტომობილი გადაადგილდება, მათი 90% კი ენერგიის წყაროდ ბენზინს, დიზელსა და გაზს, ანუ წიაღისეულ საწვავს იყენებს. მოსახლეობის რაოდენობისა და გლობალური ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 5%-ით იმატებს, თუმცა დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით იზრდება ელექტრომობილების რაოდენობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარი მზარდია და ამ სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს, მათ შორის, Tesla-ს, BYD-ს, VW-ს, Ford-სა თუ Mercedes-ს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. 

ამ სტატიაში ვრცლად მოგიყვებით, თუ რა იწვევს ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას, რომელი კომპანიები ახერხებენ შემოსავლების გაზრდას და როგორ არის შესაძლებელი თიბისის საინვესტიციო პლატფორმის მეშვეობით ამ ტენდენციით ფინანსური სარგებლის მიღება. თუმცა, სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, სჯობს გავიგოთ, თუ რატომ არის ელექტრომობილების ბაზრის ზრდა გარდაუვალი.     

პირველი ავტომობილის შექმნიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში, ერთი რამ მაინც უცვლელი რჩებოდა - ავტომობილებს ჰქონდათ შიდა წვის ძრავა (ICE), რომელიც ენერგიის გამომუშავებისთვის წიაღისეულ საწვავს მოიხმარდა. ICE-ტექნოლოგიის დახვეწის მიუხედავად, ორი პრობლემა დღემდე მაინც გადაუჭრელია: პირველი, ავტომობილები ისევ გამოყოფენ გამონაბოლქვს, რაც გარემოსა და მოსახლეობისთვის საზიანოა და მეორე, წიაღისეული საწვავი ამოწურვადი რესურსია, ანუ მისი უსასრულოდ გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია. 

ცოტა ხნის წინ, ბაზარზე გამოჩნდა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მარტივი გზა - ელექტრობატარეა, რომელსაც შეუძლია ავტომობილი იმდენი ენერგიით მოამარაგოს, რამდენიც 800 თუ 1,000 კილომეტრის ერთი დამუხტვით გასავლელადაა საჭირო. თავდაპირველად, ელექტრობატარეების პოტენციალი ჰიბრიდულ ავტომობილებში ვიხილეთ, თუმცა მას შემდეგ ტექნოლოგია დაიხვეწა და 2012 წელს ბაზარზე სრულიად ელექტრო Tesla Model S გამოჩნდა, რომელმაც ავტოინდუსტრიაში რიგით მეორე უდიდესი რევოლუცია დაიწყო, ჰენრი ფორდის მიერ კონვეიერული სისტემის შექმნის შემდეგ.            

ამ აბზაცის ბოლოს Tesla Model S-ის პრეზენტაციის ფოტო და ზედ გამოსახული რომ იყოს Tesla-ს აქციების ზრდის დინამიკა IPO-დან დღემდე + საბაზრო კაპიტალიაცია რომ ჩანდეს ამჟამინდელი.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები