დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეს სთავაზობს „ველეულა“ მომხმარებელს

რა სიახლეს სთავაზობს „ველეულა“ მომხმარებელს

2024-04-18 11:00:00

სააღდგომოდ მომხამრებელს სიახლეს შევთავაზეთ და გასაყიდად სპეციალურ ბოქსები უკვე ჩაუშვით - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ღვინის კომპანია „ველეულას“ მენეჯერმა ნინო მღებრიშვილმა განუცხადა.

სააღდგომო ყუთის ფასი 20 ლარია, რომელშიც მოთავსებული იქნება მომხმარებლის მიერ არჩეული ღვინო, რომელზეც ყველა მსურველი 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს. სააღდგომო ყუთში მომხმარებელს დახვდება ჯეჯილი, ხელით მოხატული კერამიკის კვერცხი და ლილისის უგემრიელესი პასკა (350 გრამი),

„საახალწლოდ და შემდეგ 8 მარტისთვის გვქონდა სასაჩუქრე ბოქსები. საახალწლოდ მომხმარებელს რაჭული ლორისა და თაფლის კოლაბორაცია შევთავაზეთ, საკმაოდ მზარდი მოთხოვნა დაფიქსირდა“, - ამბობს ნინო მღებრიშვილი.

მისი თქმით, ბოქსები გაყიდვაში უკვე ჩაეშვა და ძირითადი მოტივია სააღდგომო თემატიკა.

კომპანია ,,ველეულა" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. პროდუქცია აქტიურად გადის ექსპორტზე უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ბელორუსში. 

ამჟამად კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული.

როგორც ბრენდის შემქმნელები ამბობენ, კარგი ღვინის შეგროვება ხელოვნებაა! ველეულა - MADE IN RACHA, მაღალი სტანდარტით დამზადებული სასმელი!

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

10 საათის წინ

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები