დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას აცხადებენ ბიზნესმენები პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

რას აცხადებენ ბიზნესმენები პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

2024-05-10 21:45:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენების უმრავლესობა მიესალმება ქვეყანაში მეტ გამჭვირვალობას და აღნიშნავს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ბიზნესსექტორის განვითარების კუთხითაც.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას თქმით, ის არ იცნობს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შინაარსს და მას მხოლოდ კანონპროექტის სახელწოდება არ მოსწონს.

„ეს კანონი არ წამიკითხავს. მე დავაფიქსირე, რომ პრობლემა შინაარსში არ არის, რამდენადაც პრობლემა არის სახელში“, - აღნიშნავს თემურ ჭყონია.

„ის რაც დღეს ხდება, არ არის ნორმალური, თუმცაღა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი მშვიდად იქნება“, - აღნიშნა „ლილო მოლის“ დამფუძნებელმა გიორგი კვარაცხელიამ.

„მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც გამჭვირვალობაში და ვერც ღიაობაში. ბიზნესიც ღია და გამჭვირვალეა. ჩვენც ყოველწლიურად ვაბარებთ დეკლარაციას, ნებისმიერი ჩვენი ოპერაცია ღიაა“, - აღნიშნა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.

 

უახლესი

43 წუთის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები