დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის დასრულდება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი

როდის დასრულდება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი

2024-04-19 19:17:00

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უღელტეხილის მონაკვეთზე, საკმაოდ ისტორიული და მასშტაბურია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის, - ამის შესახებ „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში გიორგი აბაშიშვილთან საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა..

„მსგავსი მასშტაბური პროექტი „საქართველოს რკინიგზას“ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ განუხორციელებია. როგორც მოგეხსენებათ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში არაერთი გეოპოლიტიკური ცვლილება მოხდა. შესაბამისად, შუა დერეფანთან მიმართებით, სატრანსპორტო პოტენციალის კუთხით საკმაოდ გაზრდილია ინტერესი.

არაერთი სუბიექტია ჩართული ჩვენი დერეფნის განვითარებაში, არაერთი სარკინიგზო ადმინისტრაცია, მათ შორის სანაოსნო ტერმინალები და პორტები. ამათ აქვთ ყველას ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა - გამტარუნარიანობა.

შესაბამისად, საქართველოს რკინიგზას ვიწრო ყელი ჰქონდა უღელტეხილზე. წლების წინ კომპანიამ დაიწყო მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ამ ვიწრო ყელის გაფართოებას და ზრდას გამტარუნარიანობის კუთხით, როგორც სატვირთო მატარებლების დანიშნულებით, ისე სამგზავრო გადაყვანებთან მიმართებით“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მოდერნიზაციის პროექტი წლის ბოლოს დასრულდება. 

მთავარი შედეგი, რაც იქნება, ეს არის გაზრდილი გამტარუნარიანობა. დაახლოებით 27 ტონაა დღეის მდგომარეობით და მოსალოდნელია ზრდა 48 ტონამდე. ასევე მინდა ხაზი გაუსვა ამ პროექტთან მიმართებით, რომ 42 კილომეტრი ახალი სამშენებლო მანძილი დაიგო. მათ შორის იყო 6 სარკინიგზო გვირაბი, 10 ხიდი, რამდენიმე სადგურის გარემონტება მოხდა, სამი ახალი აშენდა. ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა არის გამტარუნარიანობის გაზრდა და მეორე მხრივ, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ხარჯები პროექტის დასრულებიდან 1 წლის თავზე შემცირდება დაახლოებით 10%-ით.

შემცირდება მატარებლის მსვლელობის დრო დაახლოებით 30 წუთით. გაიზრდება უსაფრთხოების სტანდარტები და რთული ქანობები და რადიუსების მოცულობა შემცირდება. ეს არის ყველაზე რთული და ულამაზესი მონაკვეთი საქართველოს რკინიგზაზე“, - აღნიშნა დავით ფერაძემ. .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

29 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები