დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია უმაღლესი სასწავლებლების ფინანსური მაჩვენებლები - სექტორის ანალიზი

როგორია უმაღლესი სასწავლებლების ფინანსური მაჩვენებლები - სექტორის ანალიზი

2023-12-04 10:30:27

საქართველოში განათლებას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა. განათლების ციკლის ერთ-ერთ მთავარი ფაქტორია - უმაღლესი სასწავლებლები.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ბევრი კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტია ხელმისაწვდომი.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტის გადასახადები ფიქსირებულია და წლიური 2250 ლარით შემოიფარგლება, კერძო უნივერსიტეტებში კი სწავლის გადასახადი ცვალებადია და დამოკიდებულია კონკრეტულ მენეჯერულ გადაწყვეტილებებზე.

შესაბამისად Business Insider Georgia-ს გუნდს რამდენიმე უნივერსიტეტის გაანალიზების მაგალითზე სურს შეადგინოს ზოგადი წარმოდგენა საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის ფინანსურ მდგომარეობაზე.

დღეის მდგომარეობით, საჯაროდ არ არის გამოქვეყნებული ყველა კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგება, შესაბამისად უკეთესი შესადარისობისათვის გამოყენებული იქნება 2021-2020 წლის მონაცემები.

Business Insider Georgia-ს გუნდის დაკვირვებით ანალიზისათვის 4 უნივერსიტეტი შეირჩა, რომლებსაც უმაღლესი შემოსავლები აქვთ 2021 წლის მაჩვენებლით, ესენია:

თავისუფალი უნივერსიტეტი (FreeUni), კავკასიის უნივერსიტეტი (CU), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ).

გრაფიკზე ნაჩვენებია უნივერსიტეტების გადანაწილება შემოსავლების მიხედვით 2021 წელს. რომლის მიხედვითაც, შემოსავლებით პირველ ადგილზეა კსუ, მეორე ადგილზეა CU, მესამე ადგილზეა სეუ. TOP-4-ში მეოთხე ადგილს კი თავისუფალი უნივერსიტეტი იკავებს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მეხუთე ადგილს იკავებს ევროპულ უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. შესაბამისად დაკვირვების ობიექტს ჩვენთვის წარმოადგენს TOP 4 უნივერსიტეტის განხილვა.

ზემოხსენებული უნივერსიტეტებიდან, 2020 წელთან შედარებით 2021 წელს ყველა უნივერსიტეტს აქვს შემოსავლების ზრდა, გარდა თავისუფალი უნივერსიტეტისა, თავისუფალ უნივერსიტეტის შემოსავალი თითქმის იგივეა.

კერძოდ, 2020 წელს 18.1 მილიონი და 2021 წელს ანალოგიური 18.1.

კავკასიის უნივერსიტეტის შემოსავალი 21% არის გაზრდილი 2021 წელს, კერძოდ 2020 წელს 20.8 მილიონს შემოსავალი გაიზარდა 2021 წელს 21%-ით და 25 მილიონო შეადგინა. კსუ-ს შემოსავლები 2022 წელს 19.9 მილიონს შეადგენდა 2021 წელს კი 30%-ით გაიზარდა შემოსავალი და 26 მილიონს მიაღწია, სეუ-ს შემოსავალმა 2020 წელს 17.1 მილიონი შეადგინა და 18.6%-ით გაიზარდა 2021 წელს და 20.8 მილიონი ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ზრდა ზემოხსენებულ უნივერსიტეტებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქონდა. სწორედ ამ ზრდის საფუძველზე შემოსავლების მიხედვით პირველ ადგილზეა აღნიშნული უნივერსიტეტი და ასწრებს სხვა უნივერსიტეტებს.

წმინდა მოგების თვალსაზრისით კი შედარებით განსხვავებული სურათს ვიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების თვალსაზრისით თავისუფალი უნივერსიტეტი ლიდერობს, როგორც 2020 წელს ასევე 2021 წელს.  2020 წლის მოგებამ 11.6 მილიონი ლარი შეადგინა, 2021 წელს კი მონაცემები შემცირდა 10.3%-მდე და წმინდა მოგებამ10.4 მილიონი ლარი შეადგინა. 

წმინდა მოგების თვალსაზრისით მეორე ადგილზეა, მიუხედავად 2020 წლის დიდი ჩავარდნისა, კერძოდ 6.8 მილიონი ლარისა, 2021 წლის მონაცემები  რეკორდულად, 34 პროცენტით არის გაზრდილი და 9.1 მილიონ ლარს შეადგენს.

წმინდა მოგების მიხედვით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მესამე ადგილზეა და შედარებით სტაბილურად ინარჩუნებს საკუთარ მაჩვენებლებს, კერძოდ 2020 წელს 8.6 მილიონი ლარის შემოსავალი აქვთ 2021 წელს კი 4.8 პროცენტიანი შემცირება და 8.2 მილიონის შემოსავალს აგენერირებენ. წმინდა მოგების მაჩვენებლით, ბოლო ადგილზეა კავკასიის უნივერსიტეტია, 2020 წლის 5.6 მილიონი წმინდა მოგებით და 22%-იანი ზრდით 2021 წელს 6.9 მილიონი ლარის წმინდა მოგებით. მიუხედავად მაღალი ზრდის განაკვეთისა, წმინდა მოგება მაინც სხვა TOP უნივერსიტეტებთან შედარებით მცირეა.

უნივერსიტეტების შემთხვევაში, ძირითადი ხარჯის კომპონენტს წარმოადგენს პერსონალზე გადახდილი ხარჯები, რადგან საგანმანათლებლო სექტორი ძირითადად მიეკუთვნება პერსონალზე დაფუძნებულ ბიზნეს (labour intensive) და არ საჭიროებს დიდი ოდენობით ფიზიკურ კაპიტალს. 

როგორც მოსალოდნელი იყო (წმინდა მოგებიდან გამომდინარე) ყველაზე მაღალი სახელფასო ხარჯები კავკასიის უნივერსიტეტს აქვს 2020 წელს პერსონალზე გაწეულმა ხარჯმა 10 მილიონი ლარი შეადგინა, 2021 წელს კი სახელფასო ხარჯები გაზრდილია 18.4% და 11.9 მილიონ ლარს შეადგენს. ხელფასების თვალსაზრისით მეორე ადგილზეა კსუ, რომლის სახელფასო ხარჯმა 2020 წელს 6.7 მილიონი ლარი შეადგინა, 2021 წელს კი ყველაზე დიდი 29.6%-ით გაიზარდა და 8.7 მილიონი ლარი შეადგინა. თავისუფალი უნივერსიტეტის სახელფასო ხარჯები კი ასევე სტაბილურია, 6.2 მილიონი ლარი 2020 წელს შეადგენდა, 2021 წელს კი 3.9% გაიზარდა და 6.5 მილიონი ლარი შეადგინა. ხელფასების თვალსაზრისით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სეუ-ს აქვს, კერძოდ 2020 წელს 5.5 მილიონი ლარი, 2021 წელს კი 13.6%-იანი ზრდა აქვთ და შეადგინა 6.25 მილიონი ლარი.

კავკასიის უნივერსიტეტს, შემოსავალთან მიმართებაში ყველაზე მაღალი ანაზღაურების წილი აქვს, კერძოდ 2021 წელს 47%, 2020 წელს 48.1% მთლიან შემოსავლებში, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლების ნახევარს დაახლოებით ხელფასების მომსახურებისათვის იხდის. შემდგომში ყველაზე მაღალი პროპორციული წილი თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს, 35.7% 2021 წელს, 34.4% კი 2020 წელს. კსუ- ს მონაცემებიც ახლოსაა თავისუფალი უნივერსიტეტის მონაცემებთან და 33.4% და 33.6% შეადგენს 2021,2020 წლებში შესაბამისად, სეუ-ს მაჩვენებელი სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით ნაკლებია და 29.9% და 32.1% შეადგენს, 2021-2020 წლებში შესაბამისად. საუნივერსიტეტო სექტორში, როგორც აღინიშნა ყველაზე დიდი გავლენა აქვს ხელფასებს, შესაბამისად საინტერესო იქნებოდა სექტორში, როგორი გავლენა აქვს ხელფასებს წმინდა მოგებაზე, ამის გამოსაკვლევად ბიზნეს ინსაიდერის გუნდმა ჩაატარა დამოკიდებულების კვლევა (რეგრესიული ანალიზი). სადაც შერჩეულია 2020-2021 წელს გამოქვეყნებული უნივერსიტეტების წმინდა მოგების დამოკიდებულება შემოსავალსა და პერსონალის ხარჯებზე.

რაზე დაყრდნობითაც ირკვევა, რომ წმინდა მოგება 90.7% დამოკიდებულია შემოსავლისა და ხარჯის ცვლილებაზე და წმინდა მოგების ცვლილება აიხსნება 81% სწორედ შემოსავლებისა და პერსონალის ხარჯების ცვლილებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ერთი ერთეული შემოსავლის ზრდა იწვევს წმინდა მოგების 0.59-ით ზრდას, ხოლო ერთი ერთეულით პერსონალის ხარჯის გაზრდა იწვევს 0.51 ერთეულით წმინდა მოგების შემცირებას. ორივე ცვლადის P-Value 0.05 ზე ნაკლებია და შეიძლება სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღიარდეს. ზემოთ სტატიაში ნახსენებია, რომ საუნივერსიტეტო ბიზნეს იარ წარმოადგენს კაპიტალ ინტენსიურ ბიზნეს, თუმცა ინდუსტრიაში მაინც საჭიროა ინფრასტრუქტურული ინვესტიციები (კამპუსი, სასწავლო აუდიტორიები, სასწავლო ინვენტარი და ასე შემდეგ) შესაბამისად, საინტერესოა ვის რამდენი ჯამური აქტივების მოცულობა აქვთ.

აქტივების მოცულობით, ლიდერობს სეუ, კერძოდ 53 მილიონი 2020 წელს და 62.7 მილიონი 2021 წელს, თავისუფალ უნივერსიტეტსაც მსგავსი მაჩვენებელი აქვს აქტივების თვალსაზრისით, კერძოდ 50 მილიონი 2020 წელს და 62.7 მილიონი ლარი 2021 წელს. კავკასიის უნივერსიტეტს შედარებით ნაკლები აქტივები აქვს, 28.8 მილიონი 2020 წელს და 33 მილიონი 2021 წელს, კსუ-ს აქტივების მაჩვენებელი კი შედარებით ნაკლებია, 19 მილიონი 2020 წელს და 31 მილიონი 2021. აქტივების მოცულობაზე მეტად ბევრად მნიშვნელოვანია აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი, რაც ნიშნავს, თუ რამდენად ეფექტიანად ახერხებს კომპანია საკუთარი აქტივების გამოყენებას, ამ მაჩვენებლით კსუ აბსოლუტური ლიდერია, კერძოდ 2020 წელს ROA (აქტივებზე უკუგება) 45% აჩვენა, 2021 წელს კი 26%, კავკასიის უნივერსიტეტი უახლოვდება ამ მონაცემებს 2020 წელს 20% და 2021 წელს 21%, თავისუფალი უნივერსიტეტი კი 23 % 2020 წელს, 17% 2021 წელს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქტივების გამოყენების თვალსაზრისით სეუ-ს აქვს, კერძოდ 13% 2020 წელს და 15% 2021 წელს. აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით საკმაოდ დაბალი სხვა კონკურენტ კომპანიებთან, რაც ნიშნავს რომ სეუ ეფექტიანად ვერ იყენებს საკუთარ აქტივებს.

ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი

 

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები