დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა გაიზარდა

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა გაიზარდა

2024-04-24 17:00:00

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხები 1%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის პირველ კვარტალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სახელმწიფო ხაზინამ 52,698,780.39 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 52,373,923.83 ლარი.

მიმდინარე წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხების 60%-ის აკუმულირება ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მოხდა, ხოლო დარჩენილი 40%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში. უფრო კონკრეტულად სახელმწიფო ბიუჯეტმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 21,082,565.95 ლარი მიიღო, ხოლო  ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტებმა 31,616,214.44ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სულ 198,195,949.24 ლარი შევიდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები