საქართველო-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობები კლებას აჩვენებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით შემცირებულია როგორც ექსპორტი ისე იმპორტი.
2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გერმანიაში 8,962.24 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,321.74 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი მოახდინა. შესაბამისად ექსპორტის მოცულობა 27%-ითაა შემცირებული.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოდან გერმანიაში ნომერ პირველი სასაქონლო პროდუქტი (ღირებულებით ნაწილში) მილები, მილაკები და ღრუ პროფილები იყო.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის:
რაც შეეხება გერმანიიდან პროდუქციის იმპორტს, კლება 14%-ის დონეზეა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გერმანიიდან 119,414.31 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 139,092.05 ათასი დოლარის.
რაც შეეხება თუ რა პროდუქციას ყიდულობს გერმანიიდან, საქსტატის მონაცემებით ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიიდან ყიდულობს:
უახლესი
18 წუთის წინ
ლოპოტა სპა რეზორტი | თიბისი კონცეპტის შეთავაზება6 საათის წინ
ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი გზა გაიხსნა6 საათის წინ
ახალი Porsche Taycan საქართველოშია