დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ეკონომიკა, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ პროგნოზირებულზე მეტად გაიზარდა - GEFM

საქართველოს ეკონომიკა, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ პროგნოზირებულზე მეტად გაიზარდა - GEFM

2024-04-30 14:20:00

საქართველოს ეკონომიკური პროგნოზირების მოდელის - GEFM კვლევის ჯგუფის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდის კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა.

მარტის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის (8.2 პროცენტი) განსაზღვრაში პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის მზარდ როლს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  

მნიშვნელოვანია, რომ ჯამურად, პირველი კვარტლის ჭრილში საქართველოს ეკონომიკამ სოლიდური ზრდა - 7.8 პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა.

აღნიშნული მაჩვენებელი, თავის მხრივ, მაღალია ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ 2024 წლისათვის საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირების მაჩვენებელზე. 

თავის მხრივ, GEFM-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2024 წლის ოპტიმისტური პროგნოზი 7.2%, ხოლო საბაზისო სცენარი 6.3%-ია.

ცნობისათვის, GEFM მოდელი საქართველოში პირველად, ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში დაინერგა. ეს მოდელი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ და ვალიდურ გაეროს ეკონომიკური პროგნოზირების მოდელის (UN WEFM) მეთოდოლოგიას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები