დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მთავრობის აქცენტებში ბიზნეს სექტორი და ეკონომიკური ზრდა მთავარ პრიორიტეტად რჩება | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

საქართველოს მთავრობის აქცენტებში ბიზნეს სექტორი და ეკონომიკური ზრდა მთავარ პრიორიტეტად რჩება | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-03-01 09:55:00

„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა 1 მარტის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც ბიზნესი და მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივად იმსჯელებენ. 

„საქართველოს-პრემიერ-მინისტრის ბიზნეს ასოციაციის ეგიდით ბიზნეს სექტორს შეხვდება, ეს არის ბიზნესმენებთან ასეთი წარმომადგენლობითი პირველი შეხვედრა. ბიზნესის ასეულობით წარმომადგენელი იქნება სხვადასხვა კომპანიებიდან. თავისთავად ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრემიერ-მინისტრის აქცენტები. მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრის რანგში ბატონი კობახიძის მიერ ვნახეთ არაერთი შეფასება ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის მშპ-სთან მიმართებაში. მოკლედ, საქართველოს მთავრობის აქცენტებში ბიზნეს სექტორი და ეკონომიკური ზრდა მთავარ პრიორიტეტად რჩება.  ის მაჩვენებლები, რომელიც ამ პერიოდში არის დაფიქსირებული თავისთავად ცხადია შენარჩუნებას კი არა განვითარებას საჭიროებს. ასევე იქნება ორი საინტერესო პანელური დისკუსია, როგორც მაკროეკონომიკური მიმართულებით, ისე სექტორულ ნაწილში. მაქვს პატივი, რომ მაკროეკონომიკური დისკუსიის ნაწილში მოდერატორი ვიყო, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ბიზნესთან ერთად იმსჯელებენ მიმდინარე პროცესებზე. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის გახსნილობა ბიზნესთან მიმართებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნეს სექტორში ვითარებაზე და ინვესტიციების მოზიდვაზე ყოველთვის ხაზგასასმელია, რომ ინვესტორები უყურებენ მთავრობის და ბიზნესის კომუნიკაციას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ჰელითიჯის ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, სადაც მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებელში საქართველო ევროპის მაჩვენებლებში პირველად მოხვდა ოცეულში. 

„აქვე მინდა გამოვეხმაურო საინტერესო კვლევას ჰელითიჯის ფონდის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, სადაც მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებელში საქართველო ევროპის მაჩვენებლებში პირველად მოხვდა ოცეულში. აღარაფერს ვამბობ, რომ მნიშვნელოვნად უკან არიან ჩვენთან შედარებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონდე ქვეყნები. იმავდროულად ჩვენ ვუსწრებთ არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ისევე როგორც ნატოს წევრ ქვეყანას - ყოველთვის კორუფციის დაბალი დონეა, მთავრობის კომუნიკაცია ბიზნესთან აქტიური შეფასების კრიტერიუმია“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

Business Insider Georgia-ს რუბრიკის 1 მარტის მთავარ თემას, გიორგი აბაშიშვილმა ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური მაჩვენებლები მიმოიხილა და თქვა, რომ საკმაოდ საინტერესო და ისტორიული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმდა სტრატეგიული შეთანხმება.

„მანამდე ჩვენ გვქონდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან, მაგრამ აკლდა ერთი კომპონენტი, რომელიც ამ ყველაფრის შემავსებელი იქნებოდა და იქნებოდა სარგებელი მთლიანად ბიზნესისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები