დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების თარიღი ამ დროისათვის ოფიციალურად დადგენილი არ არის

საქართველოში ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების თარიღი ამ დროისათვის ოფიციალურად დადგენილი არ არის

2024-05-09 13:15:00

უცხოური ტურ-ოპერატორების ინფორმაციი, 2024 წლის 1-ელი ივნისიდან საქართველოში ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება.

აღნიშნული რეგულაციის შემოღება „ტურიზმის შესახებ“ კანონით ხდება, რომლის მე-12-ში წერია, რომ „საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისადა უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა“.

როგორც Business Insider Georgia-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, ისევე როგორც სხვა ტურისტულ ქვეყნებში, საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვისაც განისაზღვრება ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის სავალდებულოდ დაზღვევის წესები და პირობები.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატვით, სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების, ასევე, საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის წესისა და პირობების განსაზღვრის მიზნით, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია (ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეოს საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური შემადგენლობით).

აღსანიშნავია, რომ დადგენილების სამუშაო ვერსია განხილულ იქნა სადაზღვეო სექტორთან გამართული სამუშაო ჯგუფის ფორმატში. დადგენილება დამტკიცდება 1-ელ ივნისამდე, ხოლო მისი ამოქმედების ვადას, კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. 

აღსანიშნავია, რომ სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით,  მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები