დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით, ბალდის აქტივისტების წინააღმდეგ მარტვილის რაიონის პოლიციის სამმართველოში საჩივარი შევიდა

სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით, ბალდის აქტივისტების წინააღმდეგ მარტვილის რაიონის პოლიციის სამმართველოში საჩივარი შევიდა

2024-04-23 14:51:00

ბალდის კანიონის პროექტზე მომუშავე კომპანიამ, „კანიონი 350-მაპროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. როგორც კომპანიის იურისტებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, საჩივარი სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლას ეხება. ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განმარტებით, მათ ხელთ აქვს არაერთი ვიდეომტკიცებულება, თუ როგორ უშლიან სისტემატურად ხელს კომპანიის საქმიანობას პროტესტის აქტივისტები.

როგორც მოგეხსენებათ, შპსკანიონი 350“ ბალდის კანიონზე სამშენებლო საქმიანობას აწარმოებს. მუშაობიდან რამდენიმე თვის შემდეგ კომპანიას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები: ცოტნე და ბაჩო თვარაძეები, თამაზ რუხაია, მაკა ბჟალავა, დავით და სალომე სიმონიები, რომლებიც პროექტთან დაკავშირებით, დეზინფორმაციას ავრცელებენ და საპროტესტო განწყობების გაღვივებას ცდილობენ. მათი მხრიდან, სამუშაო პროცესის ხელის შეშლის არაერთი ფაქტი ფიქსირდება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 190- მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებაა. ისინი არ აძლევენ საშუალებასკანიონი 350-ისწარმომადგენლებსა და ამ კომპანიაში მომუშავე პირებს, შეასრულონ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. ყველანაირი ფორმითა და ხერხით ცდილობენ ხელის შეშლას, არც პროვოკაციულ ქმედებებს ერიდებიან. და ეს ხდება მაშინ, როდესაც გასული წლის დეკემბერში პროტესტის აქტივისტებმა მიმართეს სასამართლოს კომპანიისთვის სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, რაზეც სასამართლოდან მიიღეს მარტივი და კონკრეტული უარი. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ კანონიერად გამოაცხადა პროექტზე მიმდინარე სამუშაოების გაგრძელება. შესაბამისად, სასამართლოს სრულიად ნათელი და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, მათ პროტესტს ყველანაირი კანონიერი საფუძველი გამოეცალა.

ადგილზე არსებული ვითარება და სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები მეტად თვალსაჩინო რომ ყოფილიყო, ჩვენ განცხადებით მივმართეთ მარტვილის რაიონის პოლიციის უფროსს და ვთხოვეთ, უზრუნველეყო ჩვენი უსაფრთხოების დაცვა მაშინ, როდესაც გვსურდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბალდაში არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი გამოვლინდა, როგორიცაა უკანონოდ ხე-ტყის მოპოვება თუ თევზაობა, შველზე ნადირობა და .. კამერების განლაგება, ბუნებრივია, ასეთი ფაქტების აღკვეთის საუკეთესო მექანიზმია. ერთი შეხედვით, ეს საკითხი ყველასთვის მისაღები უნდა ყოფილიყო, ვისაც სიმართლე აინტერესებს და არაფერი აქვს დასამალი, თუმცა პროტესტის აქტივისტები და უშუალოდ, ცოტნე თვარაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უსაფრთხოების კამერების დამონტაჟებას. სამწუხაროა, რომ ტერიტორიის კამერებით აღჭურვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არაერთხელ მივმართეთ მარტვილის პოლიციას, დაეცვა მუშებისა დაკანიონი 350-ისხელმძღვანელობის უსაფრთხოება გარე პერიმეტრზე, რათა მათ თავისუფლად გადაადგილება შეძლებოდათ, თუმცა არც ეს მოხდა. არსებობს თავად პროტესტის მონაწილეების მიერ გადაღებული ვიდეომასალები, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ არ ატარებენკანიონი 350-ისმენეჯერს, გრიგოლ გურგენიძესა და კომპანიის მუშებს. თავადვე არაერთ ვიდეომიმართვაში გააჟღერეს, რომ ხელი შეუშალეს პროექტის განხორციელებას.

როდესაც იფიქრეს, რომ ამ ვიდეომასალებს გამოვიყენებდით, თავიანთი გვერდიდან წაშალეს, თუმცა, ჩვენ მაინც მივაკვლიეთ ამ მასალას. სასამართლოს შუამდგომლობით მივმართეთეს მასალები განჩინებით ამოვიღეთ და სისხლის სამართლის საქმეს დავურთეთ.

ვიდეომასალის ანალიზის და შეფასების შედეგად, ნათლად გამოჩნდა, რომ უნდა მომხდარიყო, სულ მცირე, მათი ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მიცემა. ამ ვიდეოებში, ასევე, ჩანს, როგორ უწევენ წინააღმდეგობას პროექტის მოწინააღმდეგეები პოლიციელებს და ფიზიკურადაც ეხებიან მათ.

გარდა ამისა, კიდევ იყო ფაქტი, როდესაც დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიწვეული სპეციალისტები, რომელთაც ბიომრავალფეროვნების საკითხი უნდა შეეფასებინათ, ტერიტორიაზე არ შეუშვეს და არ შეასრულებინეს საკუთარი სამუშაო. სანამ ეს მასალები ჩვენს ხელში აღმოჩნდებოდა,  „კანიონის 350-ისწარმომადგენლებს და თანამშრომლებს არაერთხელ აქვთ დარეკილი 112-ში, როცა გარკვეული პირები ხელს უშლიდნენ სამეწარმეო საქმიანობაში.

როგორც მოგახსენეთ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა. ვიდეომასალებზე არაერთი მსგავსი შემთხვევაა ასახული, რაც რეგულარულად ხდებოდა. საჩივარი უკვე პოლიციაშია  შესული, რასაც, ბუნებრივია თავისი კონკრეტული შედეგები მოჰყვება, - აცხადებს გიორგი ბარდაველიძე.

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის შესრულების უფლებაც, ღია აუქციონში გამარჯვებით, „კანიონი 350-მამოიპოვა. სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო პროტესტიც, რომელიც დღემდე გრძელდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები