დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შესაძლოა, ავტომობილების ტექინსპექტირება გაძვირდეს

შესაძლოა, ავტომობილების ტექინსპექტირება გაძვირდეს

2024-05-09 16:00:00

 

შესაძლოა, ავტომობილების ტექინსპექტირება გაძვირდეს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განუცხადა.

„საუბარია, რომ მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში ტექმომსახურების ტარიფი 30 ლარით ხოლო სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში სავარაუდოდ 30-50 ლარის ფარგლებში. ამ მიმართულებით, გარკვეული კონსულტაციები დავიწყეთ ეკონომიკის სამინისტროსთან. თუმცა როდიდან შევა ძალაში, ამის თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ამ საკითხის განხილვების კუთხით უფრო აქტიურ ფაზაში გადავალთ“,- ამბობს გიორგი შიოლაშვილი.

რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2024 წლის ოთხი თვის მონაცემებით, დაახლოებით 10-დან 15%-იანი ზრდაა პირველად ინსპექტირების კუთხით, ხოლო მეორად ინსპექტირებაზე მიმართვიანობამ დაიკლო.

„მას შემდეგ, რაც მეორადი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა, მობილიზებული არიან მძღოლები. სადღაც 30%-35% იყო დახარვეზება და ახლა დაახლოებით 20- 25%-ის ფარგლებში მერყეობს“, - ამბობს გიორგი შიოლაშვილი.

ტექინსპექტირების ტარიფი დადგენილია სახელმწიფოს მიერ და ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში ფასები ერთნაირია. ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება განსხვავდება მხოლოდ ავტომობილის ტიპის მიხედვით

2024 წელს მსუბუქი ავტომობილის ტექდათვალიერების ფასი 60 ლარია, ელქტრომობილის კი 48 ლარი. განმეორებითი ტექინსპექტირება შესაბამისად 30 და 20 ლარი. 

პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1-ელი ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1-ელი ოქტომბრიდან – 3.000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

2023 წლის 1-ლი თებერვლიდან განმეორებითი ტექდათვალიერება ფასიანი გახდა

ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის ჯარიმა 50 ლარია, რომელიც თვეში ერთხელ არის გადასახდელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები