შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს.
„თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი საშუალება გამოიყენა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის დადგენილ ნორმებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უახლესი
11 საათის წინ
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო შვეიცარიიდან12 საათის წინ
„ოჯახურის“ საწარმომ HACCP-ის სტანდარტი დანერგა13 საათის წინ
სებ-ი 2024 წლის მაისის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს13 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6804 ლარი გახდა