დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ არსებულ ინფრასტრუქტურას აფართოებს

„თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ არსებულ ინფრასტრუქტურას აფართოებს

2024-05-08 14:00:00

„თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“, რომელიც ტვირთის სწრაფ, უსაფრთხო და საიმედო საერთაშორისო ლოგისტიკას ახორციელებს, ინფრასტრუქტურას აფართოებს.

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის A კლასის საბაჟო საწყობი, რომელიც გეზ-თნ მდებარეობს, ექსპლუატაციაში ერთი თვეა გაეშვა, თუმცა კომპანიის მენეჯმენტი უკვე გაფართოებაზე მუშაობს და შესაბამის სამშენებლო სამუშაოებსაც მალე დაიწყებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან  „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ დირექტორმა არჩილ წერეთელმა განუცხადა, არსებული საბაჟო საწყობის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო დაგეგმილი გაფართოება კომპანიას 17-18 მლნ ლარი დაუჯდება. 

ახალი, A კლასის საბაჟო საწყობი აღჭურვილია WMS სისტემით, რაც უზრუნველყოფს საწყობში საკვანძო პროცესების ავტომატიზაციას და ოპტიმიზაციას როგორებიცაა: ტვირთის მიღება,შენახვა, აგროვება და გადაზიდვა.

„ეს არის საბაჟო ტერმინალი, რომელიც მოიცავს 7000 კვ/მ-ს. საწყობი ერთი თვეა რაც მუშაობს, რადგანაც 1-ელი აპრილიდან ავიღეთ საბაჟო ტერმინალის ლიცენზია და ამ დროისათვის თითქმის სავსეა. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და ამიტომ კიდე ვაპირებთ აშენება/გაფართოებას. ახალი ტერმინალი არსებულზე 2-ჯერ დიდი იქნება და უკვე ვიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს“, - აღნიშნა არჩილ წერეთელმა. 

ახალი საბაჟო საწყობის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და საწყობის აშენებამდე მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებით იყო დაკავებული. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები