დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი მინერალური წყალი გავიდა

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი მინერალური წყალი გავიდა

2024-04-24 18:00:00

ქვეყნიდან ექსპორტირებული მინერალური და მტკნარი წყლების მოცულობა 34,5%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან 57,879,158.00 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 43,019,272.36 ლიტრი შეადგინა. 2024 წლის 3 თვეში ქვეყანამ მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიდან 36,679.88 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი მინერალური წყალი გავიდა ექსპორტზე:

  • რუსეთი - 34,297,759.34 ლიტრი,
  • ყაზახეთი - 6,600,322.32 ლიტრი,
  • უკრაინა - 5,661,626.46 ლიტრი,
  • ლიეტუვა - 3,215,929.56 ლიტრი,
  • უზბეკეთი - 2,315,009.76 ლიტრი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები