დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წარმოება გავაორმაგეთ, განვაგრძობთ ექსპორტს სომხეთსა და აზერბაიჯანში - „ნოსტე“

წარმოება გავაორმაგეთ, განვაგრძობთ ექსპორტს სომხეთსა და აზერბაიჯანში - „ნოსტე“

2024-05-09 11:00:00

გასულ წელს „ნოსტეს“ წარმოების მასშტაბები თითქმის გაორმაგდა, რაც მნიშვნელოვნად აისახება კომპანიის ფილიალების რაოდენობის ზრდაზე, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს კომპანიაში.

როგორც „ნოსტეს“ წარმომადგენელი აცხადებს 2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქსელის გაფართოებასა და რეგიონებში შესვლას, რაც მომხმარებლებისგან დაფიქსირებული მნიშვნელოვანი მოთხოვნიდან გამომდინარეა გამოწვეული.

„გასულ წელს „ნოსტეს“ პირველი საფირმო მაღაზია გაიხსნა ბათუმში, ქუთაისში არსებულ ორ საფირმო მაღაზიას დაემატა კიდევ ახალი ორი ასევე თბილისში არსებულ სავაჭრო ქსელს მუდმივად ემატება ახალი ფილიალები, რომლის შესახებ ინფორმაციასაც ყოველთვის ვავრცელებთ ჩვენი ოფიციალური გვერდების საშუალებით. ამჟამად „ნოსტეს“ სამოცდაათამდე ფილიალი აქვს საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია განაგრძობს ექსპორტს სომხეთსა და აზერბაიჯანში.

რაც შეეხება გაყიდვებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ „ნოსტეს“ ქართული ქათმის ნატურალური ხორცპროდუქტები მუდმივად მზარდი მოთხოვნით სარგებლობას მოსახლეობაში.

„შესაბამისად დაფიქსირებული მოთხოვნიდან გამომდინარე გავზარდეთ საწარმოების რაოდენობა, რამაც გასულ წელთან შედარებით თითქმის გააორმაგა ხორცპროდუქტების ჯამური რაოდენობა. განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს ქათმი, უძვლო ფილე, ბარკალი და გულ-ღვიძლი. „ნოსტე“ ინარჩუნებს არსებულ ფასებს ქართული ქათმის ხორცპროდუქტებზე და ამავდროულად მუდმივად აცხადებს ფასდაკლებებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე“,- აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია ასევე გეგმავს 2024 წელს „ნოსტე აგრო“-ს ახალი კონცეფციის ფილიალების გაფართოებას.

„ნოსტე აგრო“-ს კონცეფცია მაღალი მოთხოვნით სარგებლობს მომხმარებლებში, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ მსგავსი კონცეფციის ფილიალების გახსნას უახლოეს მომავალში. აუცილებლად დავაანონსებთ სიახლეებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორც „ნოსტეს“ წარმომადგენელი აცხადებს, მთავარია პროდუქციის ხარისხის შენარჩუნება.

„ნებისმიერი ბიზნესის ძირითადი გამოწვევა არის უზრუნველყოს და შეინარჩუნოს მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტის ხარისხი და სიჯანსაღე. ეს ორი საკითხი„ნოსტეს“ მენეჯმენტის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენთვის მომხმარებელი უპირველესია და შესაბამისად მათთვის შეთავაზებული პროდუქტის მაღალი ხარისხის კონტროლი/შენარჩუნება მთავარი საზრუნავია“, - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, „ნოსტე“-ს ქათმის ხორცპროდუქტების წარმოებას კომპანია „ჯი პი პი“ (GPP) ახორციელებს, რომლის საწარმოებიც ქალაქ კასპში 25 ჰექტარზეა განლაგებული, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე (სოფლები: ბარნაბიანთკარი, ახალქალაქი, ნოსტე, კავთისხევი).

კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ და კომპლექსურ საწარმოებს ფლობს, რომელიც წარმოების სრულ ციკლს ახორციელებს. საწარმოები სრულად აღჭურვილია ავტომატიზებული დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს ფრინველის ზრდისთვის საჭირო სუფთა და ჯანსაღ გარემოს. მეურნეობის ინფრასტრუქტურა მოწყობილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, შედეგად წარმოების ყველა პროცესი ხორციელდება მოდერნიზებული მეთოდებით.

ფრინველის საკვების საამქრო აღჭურვილია თანამედროვე საკვების შესანახი სილოსებით, რომელიც უზრუნველყოფს ფრინველის საკვები მარცვლეულის სისუფთავეს და მისთვის სათანადო ტენიანობის შენარჩუნებას.

„ნოსტე“-ს ქათმის ხორცპროდუქტების წარმოების სრული ციკლი მოიცავს 5 ძირითად ეტაპს: სადედე გუნდის ზრდა-გამოკვება, საინკუბაციო კვერცხის წარმოება, კვერცხის ინკუბაცია, ბროილერის ქათმის ზრდა-გამოკვება, ნედლი ხორცის წარმოება.

პროდუქციის წარმოება კომპანიამ თავდაპირველად კასპის სოფელ ნოსტეში დაიწყო, 2019 წელს. შემდგომ სწორედ ამ ადგილს დაუკავშირა მენეჯმენტმა სავაჭრო ნიშნის დასახელება „ნოსტე“. ხოლო, თავად კომპანიის დასახელება „ჯი პი პი“ (GPP - Georgian Poultry Production) ლათინურიდან ითარგმნება როგორც „ფრინველის ხორცის ქართული წარმოება“.

კომპანიის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 20 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის მიერ საწარმოებში დასაქმებული პირების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა - რაც ქვეყნის რეგიონულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. დასაქმებულთა სრული რაოდენობა 250 ადამიანს აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებული კადრების ნახევარი ქალია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 წუთის წინ

21 წუთის წინ

32 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები