დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ციკოლიამ საათის ლიმიტირებული ხაზი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიუძღვნა

ციკოლიამ საათის ლიმიტირებული ხაზი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიუძღვნა

2024-05-08 17:00:00

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას საათი მიეძღვნა, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით დამზადდა და უკვე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

„ეს საათი გამოვიდა ლიმიტირებული რაოდენობით. ეტაპობრივად სულ დამზადდება 100 ცალი და ჩვენს ბუტიკებსა და ონლაინ მოხდება გაყიდვა“, - ამის შესახებ Business Insider Georgia- ს ციკოლიას წარმომადგენელმა განუცხადა.

ამ დროისათვის დამზადებულია და გაყიდვაში ჩაეშვა 50 საათი.

საათს აქვს საფირონის უკაწრავი მინა, კომპლექტაციაში სილიკონის სამაჯური, ხოლო ფასი 2349 ლარია.

„რამდენიმე საათი უკვე გაიყიდა და შეძენის მსურველები არეზერვებენ ამ მოდელს, რადგან საკმაოდ მოთხოვნადია“, - აცხადებს ციკოლიას წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, ისტორიაში პირველად,  საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 

საქართველოს ნაკრებმა "ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა. მატჩი  საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.

ნახევარფინალში საქართველომ ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხა, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო. 

საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი 2020 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ "პლეიოფის" ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები