დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
USAID და Maersk-ი შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ

USAID და Maersk-ი შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ

2024-04-29 18:20:00

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა და Maersk-ი ითანშრომლებენ შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის და ტრანსკასპიურ დერეფანში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაფართოების მიზნით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის (RS), სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტისა და სარკინიგზო სააგენტოების, USAID-ის, მსოფლიო ბანკის, ბიზნესის და ასოციაციების წევრები.

„USAID-ის ეს პარტნიორობა MAERSK-თან ხელს შეუწყობს შუა დერეფანის გაძლიერებას, გაზრდის ეკონომიკურ კეთილდღეობას და დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში. ჩვენი მხარდაჭერა შუა დერეფნისადმი ნაწილია USAID-სა და საქართველოს შორის უფრო ფართო პარტნიორობისა ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა.

„MAERSK GEORGIA ხელს შეუწყობს საქართველოში სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს განვითარებას შუა დერეფანში კონტეინერიზაციის დონის გაზრდით, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის“, - განაცხადა MAERSK-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ირაკლი დანელიამ.

ღონისძიების ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაციები USAID-ის და MAERSK-ის საქმიანობისა და გეგმების შესახებ შუა დერეფნის მხარდაჭერის მიმართულებით. გაიმართა პანელური დისკუსია ტრანსკასპიის დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის კონტეინერიზაციის შესახებ. ღონისძიების ბოლოს, MAERSK-სადა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს წერილს თანამშრომლობის შესახებ.

თანამშრომლობის წერილის თანახმად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა და შპს „MAERSK GEORGIA” ითანამშრომლებენ საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის და მხარს დაუჭერენ ტრანსკასპიის დერეფანს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების საშუალებით.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები