დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით - „ლოპოტა სპა რეზორტის" აღმასრულებელი დირექტორი

ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით - „ლოპოტა სპა რეზორტის" აღმასრულებელი დირექტორი

2024-04-17 15:15:00

ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით, - ამის შესახებ  "ლოპოტა სპა რეზორტის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ქევანიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ლოპოტა სპა რეზორტი შექმნის დღიდან გამოირჩევა უწყვეტი განვითარებით.

„2008 წელს ლოპოტამ გზა გაუხსნა ადგილობრივი ტურიზმს კახეთში და ამდენი წლის შემდეგაც ამბობს ახალ სიტყვას ამ სექტორში.  წელსაც ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით - ეს არის ახალი სერვისები არა მხოლოდ ჩვენი რეზორტისთვის, არამედ კახეთის რეგიონისთვისაც“, - განაცხადა გიორგი ქევანიშვილმა. 

თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, "ლოპოტა სპა რეზორტის" ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება: აკვა პარკი - Green Aqua, პრემიუმ კლასის 80-ნომრიანი კორპუსი, ახალი აუზი, ჯაზ-კლუბი და საკონფერენციო სივრცეები.

"ლოპოტა სპა რეზორტის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ პროცესში ბიზნესისთვის პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„15 წლის წინ, როდესაც პირველი საოჯახო სასტუმროს იდეის წარმატებაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, სწორედ თიბისი იდგა ჩვენს გვერდით. დღესაც, თიბისის და EBRD-ს შეაქვთ წვლილი ადგილობირვი ტურიმზის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაში. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არაერთი ობიექტი დაგვემატა და მიუხედავად ახალი მასშტაბისა, ლოპოტას შენარჩუნებული აქვს მისი მთავარი მახასიათებლები: პერსონალური მზრუნველობა, ბუნების სიყვარული და არტიზანული სული.

ივნისიდან, ლოპოტას სტუმრებს დახვდებათ:  Green Aqua - აკვა პარკი მრავალფეროვანი ატრაქციებით, ჯაზ-კლუბი საინტერესო ჯაზ-საღამოებით, პრემიალური კლასის სასტუმრო კორპუსი, ახალი საკონფერეცნიო სივრცეები და ახალი საცურაო აუზი", - გიორგი ქევანიშვილი, "ლოპოტა სპა რეზორტის" აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები