დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, პრობლემურ მარშრუტებზე გზების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - ვიქტორ წილოსანი

18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, პრობლემურ მარშრუტებზე გზების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - ვიქტორ წილოსანი

2024-05-01 11:00:00

იმ ოთხ პრობლემურ მარშრუტზე, სადაც დღის განმავლობაში, დაახლოებით, 55 000 მგზავრობა ფიქსირდება, გადანაწილებულია ქალაქში შემოყვანილი 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა  ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. 

„ერთ 18-მეტრიან ავტობუსს, 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოთხი მიმართულებით, გზების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. გამტარუნარიანობა იზომება არა იმით, თუ რამდენ ავტომობილს ატარებს ესა თუ ის ქუჩა, არამედ იმით, თუ რამდენი მგზავრი გადაადგილდება დღის განმავლობაში“, - აცხადებს წილოსანი. 

მისი თქმით, დამატებითი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ანალიზის შედეგად, დამატებითი მარშრუტების დანიშვნის და არსებულის გაუმჯობესებაზე იმსჯელებს.

„გარდა ამისა, 50 ავტობუსის შემოყვანის შედეგად, მანამდე არსებული რესურსი გადანაწილდა 24 სხვადასხვა სხვადასხვა მარშრუტზე, რამაც მოლოდინის დრო მკვეთრად შეამცირა. მიუხედავად ამისა, კვლავ გვრჩება პრობლემური კვანძები,  რადგან ქალაქში არსებული ე.წ. საცობების გამო, ტრანსპორტი ხშირ შემთხვევაში, ჩვენს მიერ დადგენილ ინტერვალს სცდება, რის გამოც მოლოდინის დრო და გაჩერებაზე მომლოდინე მგზავრთა რაოდენობა იზრდება.

დამატებითი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ანალიზის შედეგად, დამატებითი მარშრუტების დანიშვნის და არსებულის გაუმჯობესებაზე იმსჯელებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსი გადავანაწილოთ ისე, რომ არცერთი ქუჩა და უბანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე არ დარჩეს“, - აცხადება წილოსანი. 

თბილისის მერის ინფორმაცით, შეძენილია 160 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსი, აქედან 50 უკვე თბილისშია, დანარჩენები კი ეტაპობრივად შემოვა. 

„თბილისში 200 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსის საჭიროებაა. შესაბამისად, 40 ერთეულის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება“, - განაცხადა კალაძემ.

4 მარშრუტი, რომლებზეც 2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით მგზავრობაა შესაძლებელი: 

  • N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
  • N308 (გლდანიდან ორბელიანის(კოლმეურნეობის) მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: "ახმეტელის თეატრი", "სარაჯიშვილი", "გურამიშვილი", "ღრმაღელე", "დიდუბე", "წერეთელი", "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი";
  • N314 (დიდი დიღმიდან ორბელიანის(კოლმეურნეობის) მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს;
  • N302 — მოძრაობს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები