დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში საინვესტიციო რეიტინგს მივაღწიოთ - მირზა გელაშვილი

გაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში საინვესტიციო რეიტინგს მივაღწიოთ - მირზა გელაშვილი

2024-03-29 11:10:00

ჩვენ გაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში შესაძლებელი იქნება საინვესტიციო რეიტინგს მივაღწიოთ, ამისთვის კი გვაქვს სტრატეგია, თუ რა მიმართულებით უნდა ვიაროთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, რეიტინგები ეს არ არის განწყობებზე დამოკიდებული მაჩვენებელი, არამედ ეფუძნება მაკროეკონომიკურ ტენდენციებს.

„რეიტინგს აქვს თავისი კრიტერიუმები და ჩვენ ამ კრიტერიუმებს ვაკვირდებით. გვაქვს პოლიტიკა თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეს კრიტერიუმები“, - აღნიშნა გელაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა. პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა.

„თუ ობიექტურ მაჩვენებლებს შევხედავთ, რასაც ეფუძნება რეიტინგი, ამის ყოველგვარი წინაპირობა არსებობდა, რომ პერსპექტივა დაბრუნდებოდა სტაბილურს. ჩვენ სამივე ძირითადი სარეიტინგო სააგენტოსგან გაქვს შეფასება BB. Moody’s-ის შემთხვევაში კი Ba2.

რაც შეეხება პერსპექტივას გაქვს სტაბილური. Fitch-ის შემთხვევაში კი გაქვს „პოზიტიური“. პერსპექტივა ნიშნავს სააგენტო თუ რას ელის უახლოეს პერიოდში და რა მიმართულებით შესაძლოა რეიტინგი განვითარდეს.

2022 წლამდე ჩვენ Moody’s-თანაც გვქონდა სტაბილური პერსპექტივა, თუმცა გეოპოლიტიკური საფრთხეების მომატების ფონზე Moody’s-ი უფრო სენსიტიური აღმოჩნდა ამგვარი რისკების მიმართ და დროებით მოგვანიჭა ნეგატიური პერსპექტივა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ როდესაც ეს რისკები არ დადასტურდა, რეიტინგი უკან დაბრუნდა. მაგრამ თუ ჩვენ რეიტინგის განვითარებას შევხედავთ, ყველა კრიტერიუმი რასაც ეს რეიტინგი ეფუძნება არის პროგრესირებადი.

გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია საერთაშორისო რეიტინგების მომატებისთვის, მათ შორის Fitch-ის პოზიტიური პერსპექტივა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მირზა გელაშვილის თქმით, სამივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ფისკალურ სტაბილურობას ჩვენი რეიტინგის შემადგენელ ძლიერ ფაქტორად გამოკვეთას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო ამ რეიტინგთან შედარებით თუ ჩვენ გადავხედავთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, რომელთაც აქვთ მსგავსი რეიტინგი ჩვენი ფისკალური სტაბილურობა, რომელიც იზომება ვალის მშპ-სთან თანაფარდობით ასევე მისი ტენდენციით, გაქვს უკეთესი მაჩვენებელი.

ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მხოლოდ ფისკალური სტაბილურობის კრიტერიუმებით, რომ ფასდებოდეს ეს რეიტინგი, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მაღალი რეიტინგი გვექნებოდა. ინსტიტუციური გარემო ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რაც შეეხება ვალის მაჩვენებელს, ჩვენ ვალის მართვის სტრატეგიაშიც გაქვს გაცხადებული, რომ მშპ-სთან მიმართებაში ვალის 40%-იანი მაჩვენებელი არის უსაფრთხო“, - აღნიშნა გელაშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები