2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 81.5% ტურისტები იყვნენ. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 14.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (254.6 ათასი), რუსეთის ფედერაციის (215.5 ათასი) და სომხეთის (191.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
უახლესი
13 საათის წინ
Golden Tulip Design Tbilisi-ის ტერასა იხსნება19 საათის წინ
„მაქსისტორიები“ - ახალი ქართული კომიქსის წარდგენა