დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mastercard-ის სურვილია, რომ საქართველო დუბაის და სტამბოლის შემდეგ ერთ-ერთ დიდ ჰაბად იქცეს - დავით ზღუდაძე

Mastercard-ის სურვილია, რომ საქართველო დუბაის და სტამბოლის შემდეგ ერთ-ერთ დიდ ჰაბად იქცეს - დავით ზღუდაძე

2024-05-03 10:00:00

Mastercard-ს საქართველოსთან მიმართებაში  საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. საერთაშორისო საგადახდო სისტემას სურს, რომ საქართველო დუბაის და სტამბოლის შემდეგ, Mastercard-სთვის ერთ-ერთ დიდ ჰაბად იქცეს. ამისათვის კომპანია ​საქართველოში საკუთარ ოფისს აძლიერებს და სურვილი აქვს, რომ საქართველოს კლასტერიდან დაფაროს აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნები. 

როგორც Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ აცხადებს, Mastercard-ი კარგად ხედავს, რომ საქართველო ღიაა ინოვაციებისთვის.
„აქტიურ პროცესში ვართ ჰაბად ქცევის. ამჟამად უამრავ ტალანტს ვეძებთ ქვეყანაში, გამოცხადებულია ვაკანსიები. დიდი სურვილია, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი დიდი ჰაბი Mastercard-სთვის დუბაის და სტამბოლის შემდეგ. შესაბამისად ჩვენმა კომპანიამ გლობალურ დონეზე დაინახა, რომ საქართველოში ამისი კომპეტენციაც და ამბიციაც არსებობს. მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ლოკაცია, რადგანაც შუა აზიის ქვეყნებთან მარტივად შეგვიძლია მიმოსვლა, ვიცნობთ ხალხს, თბილისის საინტერესოა ჩვენი რეგიონისთვის როგორც ტურისტული წერტილი და ამასთან ერთად როგორც ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელოვანია. რადგანაც ჩვენი კომპანია ხედავს, რომ საქართველო ღიაა ინოვაციებისთვის. ძალიან მარტივად ინერგება სიახლეები და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინოვაციები და სიახლეები, რომელიც ამ ქვეყანაში ხორციელდება გავაცნოთ რეგიონს და ჰაბად ქცევის შემდგომ კიდევ უფრო მეტი ფოკუსი განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაზე და რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით შეგვეძლება საქართველოს წარმატების ჩვენება“, - აღნიშნა დავით ზღუდაძემ.

Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში ამბობს, რომ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე Mastercard-ი საკმაოდ ძლიერი პოზიციითაა წარმოდგენილი და აქტიურად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

„წელს ძირითადი ჩვენი აქცენტი არის პრემიალური სეგმენტის სერვისის განვითარება. შესაბამისად ვუშვებთ პლატფორმას Priceless.com. როგორც იცით Mastercard-ის ქვე ბრენდი ეს არის შეუფასებელი გამოცდილებები და ემოციები და ამ მიმართულების განვითარება გვინდა. ესეც ჩვენი ჰაბის მხარდაჭერისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. რადგანაც ეს პლატფორმა მსოფლიოში ორიენტირებულია პრემიალურ მომხმარებელზე და მათთვის შეუფასებელი გამოცდილების შესაქმნელად. აქედან გამომდინარე საქართველო არის წერტილი, რომელიც ამ გამოცდილებების განხორციელების საშუალებას იძლევა. წელს ვაკეთებთ ქართველი მომხმარებლებისათვის, თუმცა სამომავლოდ გეგმაში გვაქვს, რომ ის მთელი მსოფლიოსთვის განხორციელდეს და როდესაც ისინი ჩვენს გლობალურ პლატფორმაზე შეარჩევენ საქართველოს, ნახავენ მათთვის საინტერესო გამოცდილებებს და შეთავაზებებს ქვეყნის შიგნით“, -აღნიშნა ზღუდაძემ. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები