დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მდგრადი ემისიები უკანასწკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი - ლევან შავკაციშვილი მწვანე ობლიგაციებზე

მდგრადი ემისიები უკანასწკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი - ლევან შავკაციშვილი მწვანე ობლიგაციებზე

2024-05-02 15:00:00

მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე გლობალური ტენდენციაა, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. ამ პროცესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან შავკაციშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მდგრადი ემისიები უკანასწკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„აღნიშნულ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გალტ & თაგარტმა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიების განთავსების აგენტი იყო. ჩვენი სემინარი,  რომელიც ADB-ს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, უმასპინძლა ადგილობრივ და საერთაშორისო დარგის ექსპერტებს, რომლებმაც მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სემინარის მიზანი იყო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მდგრადი ემისიების ხელშეწყობა,“ - განაცხადა გალტ & თაგარტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

აზიის განვითარების ბანკის (ADB)  ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში Galt & Taggart -მა და თიბისი კაპიტალმა უმასპინძლეს სემინარს თემაზე - მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა, უცხოურმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. სემინარზე ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში, ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო  2-5 მაისს, პირველად უმასპინძლებს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

იგივე თემაზე:

მეტი მწვანე ობლიგაცია უნდა მივაწოდოთ ბაზარს, რათა საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის რელევანტური დარჩეს - თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები