დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გაიზარდა ქვეყანაში ხორბლის იმპორტი - სტატისტიკა

რატომ გაიზარდა ქვეყანაში ხორბლის იმპორტი - სტატისტიკა

2024-05-03 19:00:00

ქვეყანაში 50%-ით მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 61,436.26 ტონა ხორბალი და მელისინი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 41,062.35 ტონა. 

ხორბლის იმპორტის ზრდა პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესებაზე, რადგანაც გასულ წლეს ქვეყანაში ფქვილის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ხორბლის შემცირდა.  ამის მიზეზი კი ქვეყანაში ფქვილის შედარებით დაბალი ტარიფებით შემოტანა იყო და რეალურად იმპორტირებული ფქვილის ფასი უფრო იაფი გამოდიოდა, ვიდრე ადგილზე გადამუშავებული ხორბლიდან მიღებული ფქვილის ტარიფი. 

ამ ფონზე კი ხორბლის გადამუშავება ქვეყანაში მინიმუმამდე დავიდა, რიგი წისქვილ-კომბინატები გაკოტრების საფრთხის წინაშეც კი დადგნენ. თუმცა საბოლოო მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება გადაწყვიტა, რითაც ხორბალი და ფქვილი თანაბარ, კონკრეტულ საგადასახადო რეჟიმში მოაქცია.

საქართველოსთვის ხორბლის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. სწორედ რუსეთზე მოდის ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის თითქმის 100%-ი.

2024 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკით, საქართველომ რუსეთიდან 61,436.06 ტონა ხორბალი იყიდა, ხოლო გერმანიიდან - 0,20 ტონა

პირველ კვარტალში იმპორტირებული ხორბლის საერთო ღირებულება კი 15,139.91 ათასი დოლარია. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები