სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარადგინა და განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ავტომწარმოებლების ხუთეულში გეგმავს შესვლას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„თავდაუზოგავი შრომით, მომდევნო 15-20 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ავტომწარმოებლების ხუთეულში შევალთ და ჩინეთის ავტოინდუსტრიას წინ წამოვწევთ“, - განაცხადა პრეზენტაციაზე Xiaomi-ს ხელმძღვანელმა ლი იუნმა.
რაც შეხება თავად ელექტრომობილს, ეს სედანი SU7-ია, რომელსაც იგივე ოპერატიული სისტემა უყენია, რაც Xiaomi-ს პოპულარულ ტელეფონებს. Xiaomi ავტომობილებს BAIC Group-ი პეკინის ერთ-ერთ ქარხანაში დაამზადებს.
უახლესი
7 საათის წინ
ლარს არაფერი ემუქრება - პაატა კვიჟინაძე13 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა15 საათის წინ
Bloomberg-ის სისტემაში ლარი მყარდება