დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
4GB - 2024

4GB - 2024

2024-04-14 17:32:00

4GB - გიორგი ბაქანიძისადმი მიძღვნილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომლიც 2011 წლიდან იმართება. ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონის გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა, წელს, 23, 24 და 25 მაისს, ისევ საგურამოში გაიმართება.

■ ბილეთის შეძენა და ფასები https://tkt.ge/4gb

► 1 კალათა
ფესტივალის საშვი - 150 ლარი (შეზღუდული რაოდენობა)

► 2 კალათა
ფესტივალის საშვი - 200 ლარი (შეზღუდული რაოდენობა)

► 3 კალათა
ფესტივალის საშვი - 250 ლარი
23 მაისის ბილეთი - 80 ლარი ონლაინ შეძენისას; 150 ლარი კარზე შეძენისას.

24 მაისის ბილეთი - 120 ლარი ონლაინ შეძენისას; 150 ლარი კარზე შეძენისას.

25 მაისის ბილეთი - 120 ლარი ონლაინ შეძენისას; 150 ლარი კარზე შეძენისას.

■ კარზე, ბილეთები გაიყიდება მათი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, მხოლოდ წინასწარ ონლაინ-ვერიფიცირებული სტუმრებისთვის.

■ საქართველოს ბანკის Visa & Mastercard და SOLO Visa & Mastercard ბარათების მფლობელებისათვის, ბილეთზე მოქმედებს 15% ფასდაკლება.

■ ნებისმიერი ტიპის ბილეთის შეძენის და გამოყენების პირობები:

► ფესტივალის ყველა ტიპის ბილეთი სახელობითია.

► არც ფესტივალის საშვი და არც 1 დღიანი ბილეთი არ ექვემდებარება დაბრუნებას, გადაცვლას ან სხვა პირისთვის გადაცემას.

►ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

► თუ შარშან გავლილი გაქვს ფესტივალის ვერიფიკაცია, წელს ამის გაკეთება ხელახლა არ მოგიწევს და ბილეთის შეძენას ვერიფიკაციის გარეშე შეძლებ tkt.ge-ზე, მხოლოდ იმ ექაუნთით, რომლითაც შარშან იყავი ვერიფიცირებული. ახალი ექაუნთის ფლობის შემთხვევაში, ვერიფიკაცია ხელახლა უნდა გაიარო.

► ვერიფიკაციისთვის, ველების შევსების დროს, დანარჩენ ინფორმაციასთან ერთად, აუცილებლად მიუთითე შენი მოქმედი ფეისბუქ ან ინსტაგრამ პროფილი და გააგზავნე მოთხოვნა. განხილვის პროცესს შეიძლება 5 დღემდე დასჭირდეს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეძლებ შეიძინო ფესტივალის ბილეთი.

► ყურადღება!!! ვერიფიკაციის მოთხოვნის მომენტში თქვენი ფეისბუქ ან ინსტაგრამ პროფილი არ უნდა იყოს სრულად ჩაკეტილი დამთვალიერებელთათვის. ასევე, აუცილებელია რომ შესაბამის ველში აუცილებლად (!!!) მიუთითოთ თქვენი ფეისბუქ ან ინსტაგრამ პროფილის სწორი ლინკი.

► ერთ ადამიანს შეუძლია ბილეთის შეძენა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ერთი ფესტივალის საშვის შეძენის შემთხვევაში ის მეტ დღიურ ბილეთს ვეღარ იყიდის. ასევე, ვერ იყიდის ორ ბილეთს ერთიდაიგივე დღისთვის. ხოლო თუ იყიდის 1 დღის ბილეთს, სამომავლოდ მხოლოდ დანარჩენი ორი დღის ბილეთის ყიდვა შეეძლება.

► ბილეთის შეძენის შემდეგ, ფესტივალზე მოსახვედრად, აუცილებელია წინასწარ მოხდეს ბილეთის გააქტიურება. ბილეთის გასააქტიურებლად, საჭიროა ატვირთო ფოტო, სადაც შენი სახე კარგად ჩანს. სწორედ ამ ატვირთული ფოტოთი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მოხდება შენი იდენტიფიცირება და ფესტივალზე შეშვება.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

4GB

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები