დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბანკი ქართუ სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

ბანკი ქართუ სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

2024-04-16 11:13:00

ბანკი ქართუ 2024 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის განხორციელებას იწყებს. 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები 3 თვის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ თემატურ ტრენინგებში და ამასთანავე როტაციის პრინციპით ჩაერთვებიან ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში შემდეგი მიმართულებებით: 

  • ხაზინის დეპარტამენტი - ბანკის აქტივ-პასივების მართვა, სახაზინო ოპერაციების წარმოება, ვალუტითა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ლიკვიდობისა და სავალუტო პოზიციის მონიტორინგი და მართვა, ბანკის საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთაშორისო საკორესპონდენტო ქსელის განვითარება; 
  • რისკების მართვის დეპარტამენტი - ბანკის საკრედიტო, ფინანსური და საოპერაციო რისკების მართვასთან დაკავშირებული ყოველდღიური აქტივობები, შესაბამისი ანგარიშგებებისა და დასკვნების მომზადება, მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; 
  • ანგარიშგების დეპარტამენტი - ბანკის საზედამხედველო მიზნებისთვის სხვადასხვა პერიოდულობის ანგარიშგებების დამუშავება, წარმოება; IFRS რეპორტინგის წარმოება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კონსოლიდირებულ დონეზე; ბანკის მენეჯერული ანგარიშგებების მომზადება და ფინანსური შედეგების ანალიზი; ახალი რეპორტების შექმნა და ავტომატიზაცია; 
  • საფინანსო დეპარტამენტი - ბანკის შიდა და გარე ოპერაციების წარმოება, მონიტორინგი, აღრიცხვა და კონტროლი; ბანკის ძირითადი ფინანსური უწყისების მომზადება; საგადასახადო მიზნებისთვის შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება და საგადასახადო შესაბამისობის უზრუნველყოფა;

პროგრამაში ჩართული სტუდენტებისთვის სტაჟირების პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ბანკის მენეჯმენტისა და შესაბამისი ერთეულების ხელმძღვანელი თანამშრომლების მიერ. დამატებით პროგრამა ითვალისწინებს ტექნიკური შესაძლებლობების ამაღლებას Excel-სა და Power BI-ის მიმართულებით.  

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების როგორც ბაკალავრის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.  

პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 

  • აპლიკაციის შესაბამისობა პროექტის მოთხოვნებთან; 
  • ტესტირება: ლოგიკური და მათემატიკური უნარები, კორპორაციული ფინანსები, Excel 
  • გასაუბრება: შეხვედრა პროექტში ჩართულ იმ თანამშრომლებთან, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ სტაჟირების პროგრამის მონაწილეებთან ერთად პროექტის ფარგლებში

პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თბილისში, ბანკი ქართუს სათავო ოფისში, ხოლო თემატური ტრენინგები ჩატარდება ბანკის ტრენინგ ცენტრში.  

სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებადია სრული პერიოდის განმავლობაში. 

დამატებით, პროგრამის წარმატებული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ბანკ ქართუში დასაქმების შესაძლებლობა. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31.05.2024

სტაჟირების პროგრამის დაწყების პერიოდი: 2024 წლის ივლისი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/1inWqrZNpeemcVWY6

ასევე, აპლიკაციის შევსების შემდეგ რეზიუმე უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: internship@cartubank.ge

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები