დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში ყინულის არენის მშენებლობით „ანაგი“ დაინტერესდა

ბათუმში ყინულის არენის მშენებლობით „ანაგი“ დაინტერესდა

2024-04-17 13:00:00

ბათუმში ყინულის არენის მშენებლობით კომპანია „ანაგი“ დაინტერესდა. აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც დახურული სპორტული კომპლექსის უფრო კონკრეტულად კი ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობას ითვალისწინებდა, განაცხადი მხოლოდ „ანაგმა“ შეიტანა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 53` 943` 489 ლარი იყო, თუმცა რა შეთავაზება გააკეთა „ანაგმა“ ჯერჯერობით უცნობია. 
 ამის შემდეგ კი სატენდერო კომისიის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა „ანაგის“ პირობებს, თუ მის განაცხადს დაახარვეზებს და ტენდერს ხელმეორედ გამოაცხადებს. 

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობებით ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ფართობი: 24563 კვ.მ)  დახურული სპორტული კომპლექსის მშენებლობა შემდეგი სქემით უნდა განხორციელდეს: ყინულის არენის მშენებლობა 2025 წლის იანვრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, ხოლო საცურაო აუზის - ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში.
პროექტის ავტორია შპს BWC. დახურულ სპორტული კომპლექსი, სადაც – ყინულის არენა და საცურაო აუზი წარმოადგენს ყინულის არენისა და საცურაო აუზების კომპლექსს ერთმანეთს საერთო ინტეგრირებული ცენტრალური შესასვლელით დაუკავშირდებიან.

კომპლექსში შესაძლებელი იქნება სასწავლო-სავარჯიშო პროცესის წარმართვა და სხვადასხვა დონის შეჯიბრების ჩატარება. კერძოდ, ფიგურული სრიალი. ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, სხვადასხვა საწყლოსნო სპორტული სახეობები, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.


პროექტით გათვალისწინებულია სპორტული კომპლექსისთვის აუცილებელი ყველა დამატებითი დანიშნულების ფართები, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზი
სატრენაჟორო
მოსასვენებელი სივრცეები
დოპინგკონტროლი
სამედიცინო კაბინეტები
სასტუმრო.
ქორეოგრაფიული დარბაზი.
აკრობატიკის დარბაზი.
პარკინგი:
87 მსუბუქ მანქანაზე
9 მიკრო ავტობუზე
5 დიდ ავტობუსზე.
11 ავტოსადგომი შშმ პირთათვის.
შენობის პარამეტრები:
ფართობი:158,00 მ X 81,20მ.
სიმაღლე-16,55მ
საცურაო აუზის სიმაღლე - 17,10მ.
ყინულის მოედანი:
ზომები: 60 X 30მ
ტრიბუნები: 1500 ადგილზე
შშმ პირთათვის ადაპტირებული:16 ადგილი
ვიპ ლოჟა: 25 ადგილი. შშმ პირთათვის:4 ადგილი
მედიატრიბუნა: 28 ადგილი
ტაბლოს მართვის და გახმოვანების ტრიბუნა
ტვ გადაღების ტრიბუნა
ორი საცურაო აუზი:
ძირითადი აუზი:
ზომები: 50,03მ X 25,03მ
სიღრმე: 2,10მ
ზოლების რაოდენობა:10 ზოლი
სამაყურებლო ტრიბუნა: 800 ადგილზე
შშმ პირთა ტრიბუნა: 8 ადგილზე
ვიპ ლოჟა: 20 ადგილზე. შშმ პირთათვის - 8
მედიატრიბუნა : 17 ადგილზე
ტაბლოს მართვის, გახმოვანების და ტვ გადაღების ტრიბუნები
მცირე საცურაო აუზი:
დანიშნულება: სასწავლო-გამაჯანსაღებელი
ზომები: 25 X 8 მ
სიღრმე : ცვალებადი 1,00მ - 1,25მ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

38 წუთის წინ

41 წუთის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები