ლიბერთისა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთი თვის წინ გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, ლიბერთის ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე.
რატომ არის ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანი და რა სარგებელს მოუტანს იმ ადამინებს, ვისთვისაც ხელმიაწვდომია ლიბერთის სოციალური ბარათი, ამ საკითხზე ჩიჩუების ცენტრის მოწვეული ლექტორი, ოფთალმოლოგ-ქირურგი თორნიკე ოთიაშვილი საუბრობს:
„უპირველეს ყოვლისა, ლიბერთი ბანკსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ექიმებს გვაძლევს ძალიან კარგ საშუალებას, რომ დავეხმაროთ და მხარში დაუდგეთ ჩვენს უფროს თაობას, ჩვენს პენსიონერებს, რომელთაც ეს დახმარება ძალიან სჭირდებათ.
საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“ ჩვენს უფროს თაობას გაუწევს სკრინინგს, გაუკეთებს დიაგნოსტირებას ორ მნიშვნელოვან დაავადებაზე ოფთალმოლოგიაში, რომელიც საკმაოდ ხშირია. საუბარია გლაუკომასა და კატარაქტაზე “, - ამბობს თორნიკე ოთიაშვილი.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, ლიბერთის ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე. ასევე ამ მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველ შაბათს ჩატარდება კატარაქტის და გლაუკომის უფასო სკრინინგი. მომსახურების მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენა.
„გლაუკომასა და კატარაქტაზე დიაგნოსტიკა რა თქმა უნდა სრულიად უფასოდ მოხდება. სკრინინგი ტარდება ყოველ შაბათს. პაციენტებს შეუძლიათ, რომ სპეციალური ცხელი ხაზის გამოყენებით ჩაეწერონ ვიზიტზე და როდესაც ისინი მოვლენ სამედიცინო ცენტრში ვიზიტზე, მათ კონსულტაციას გაუწევთ პროფესიონალი ოფთალმოლოგი, რომელიც სრულად გამოიკვლევს პაციენტების თვალებს ამ ორ დაავადებაზე და მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას, დაუნიშნავს მკურნალობასა და დაეხმარება მხედველობის მომატებასა და სტაბილიზაციაში“, - ამბობს თორნიკე ოთიაშვილი.
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი ,, მზერა“, ლიბერთის მომხმარებლებს მომსახურებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენის შემდგომ გაუწევს. საყურადღებოა ის, რომ უფასო სკრინინგის მომსახურება არ გავრცელდება სამედიცინო ცენტრის არსებულ პაციენტებზე. რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით სპეციალური ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ სერვისებზე :
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
ვიზიტის დასაჯავშნად მიმართეთ:
Tel 0322117711; 596565588
Facebook https://www.facebook.com/chichuamedicalcentermzera/?locale=ka_GE
უახლესი
2 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ავოკადოს8 საათის წინ
„პლანტველი“ აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს8 საათის წინ
ინნ დეველოპმენტი გლდანში მეგა პროექტს იწყებს10 საათის წინ
ქართული ჩაის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია10 საათის წინ
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახდენს