დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მართვის მოწმობების მიმღებთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა

მართვის მოწმობების მიმღებთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა

2024-04-23 18:00:00

საქსტატის მონაცემებით 2023 წელს საქართველოში 1 192 509 მართვის მოწმობა იყო მოქმედი. აქედან პირველადი რეგისტრაციით მართვის მოწმობა 27 255 პირმა აიღო. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წელთან შედარებით, მოქმედი და გაცემული მართვის მოწმობების მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 

კერძოდ, 2022 წელს 1 421 804 მართვის მოწმობა იყო მოქმედი, ხოლო პირველაიდ რეგისტრაციით მართვის მოწმობა 30 515 პირმა აიღო.. 

სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს 2022 -თან შედარებით პირველადი რეგისტრაციით მართვის მოწმობა 3 260 პირით ნაკლებმა პირმა აიღო. 

 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან „B“, „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი. 

2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი. 

2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.

იგივე თემაზე: 

2023 წლის 9 თვეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 16 906 პირი ჩაიჭრა

მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვებული 24 521 პირიდან ნახევარი ჩაიჭრა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები